მარტოხელა,უმუშევარი, 3 შვილის დედა. უფასო სასადილოთი ვეღარ სარგებლობენ მისამართის ცვლილების გამო. არიან სოციალური დახმარების იმედად.
2 შვილის დედა. მეუღღე არ მუშაობს ამ ეტაპზე. არიან სოციალური დახმარებისა და უფასო სასადილოს იმედად.
რეზი 1 ჯგუფის იბვალიდი აქვს ცერემბლარული დამბლა, ლუკა მეტყველებისა და სმენის პრობლემა. მეუღლეს აქვს თანდაყოლილი გული მანკი ამის გამო ვერ მუშაობს. შშმ.პირის პენსია აქვთ წინასწარ აღებული ორივე ბავშვზე და იღებენ მხოლოდ 290ლარს 500 ლარის ნაცვლად.
მარტოხელა 3 შვილის მამა. სოციალური აქვს შეჩერებული ოჯახის წევრთა ცვლილების გამო, მეუღლე დაეღუპა 1 თვის წინ. მუშაობს პერიოდულად. საცხოვრებელი დაუკანონა მერიამ.
2 შვილის დედა, უმუშევარი. ოჯახი ცხოვრობს 1 ვიწრო ოთახში. მეუღლე მუშაობს პრიოდულად. საცხოვრებელი სახლი არის ავარიული. ოჯახი დარჩენილია სოციალური დახმარებისა და უფასო სასადილოს იმედად.
მარტოხელა 2 შვილის დედა. ჰყავს შვილი 1 ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც აქვს განვითარების პრობლემა. ქირას უხდის მთავრობა. საჭიროებს საკვებით დახმარებას. არიან სოციალური დახმარების იმედად.
4 შვილის დედა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. 2 პატარა ოთახში ცხოვრობს 6 ადამიანი. მეუღლე არის პენსიონერი და მუშაობს პერიოდულად. არიან სოციალურის და უფასო სასადილოს იმედად დარჩენილები. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ჰყავს 2 შვილი და არის ორსულად. მეუღლე მუშაობს პერიოდულად და იხდიან ბინის ქირას. საჭიროებენ საკვებით დახმარებას.
5 მცირეწლოვანი შვილის დედა. მარიკას მეუღლეს საგვარეულო სახლიდან წილი ვერ შეხვდა და იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი სხვაგან მოეძიათ. თიანეთიდან გადმოვიდნენ სოფელ გიგანტში საცხოვრებლად. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ნაყარი მასალისგან შეკრეს ქოხი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური. დახმარებას საჭიროებენ: საკვებით, სამშენებლო მასალებით, ტანსაცმლით.
2 მცირეწლოვანი შვილის დედა. არიან იძულებით შესახლებულები ყოფილი ლაბორატორიის შენობაში. ოთახს არ აქვს ფანჯარა. არიან უფასო სასადილოს და სოციალური დახმარების იმედად.
ოჯახი ცხოვრობს ქირით. ჰყავთ 3 შვილი, მათგან 2 არასრულწოვანია. მეუღლე მუშაობს მუშად, როცა გამოუჩნდება დღიური საქმე. ძირითადი შემოსავალი არის მაინც სოციალური დახმარება. სასადილოთი ვერ სარგებლობენ, დიდი რიგის გამო.
ცხოვრობს ქირით. სახლში არის 2 შშმ პირი. მანანას დედა რომელსაც არ აქვს კიდურები და გადაადგილდება ეტლით, და აქვს 0%-იანი მხედველობა. ასევე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჰყავს შშმ პირი შვილი რომელიც არის 2 ჯგუფის ინვალიდი, ბავშვობიდან აქვს განვითარების გონებრივი ჩამორჩენა. მანანასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუშაობს საავადმყოფოში დამლაგებლად და ხელფასი აქვს 320 ლარი. რის გამოც მოუხსნეს სოციალური დახმარება. დედამისს არ ანიჭებენ შშმ პირის სტატუსს სახელმწიფო.
ეკა არის მარტოხელა დედა. ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი. ცხოვრიბენ ქირით და ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. რესტორანში მუშაობს დამლაგებლად როცა გამოიძახებენ და უხდიან დღეში 15-20 ლარს.
ოჯახი ცხოვრობს ქირით. ჰყავთ 6 არასრულწლოვანი შვილი და მათი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია. რომეო არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს კიდურების პარაპლია და პოლინეიროპათია. სარგებლობენ უფასო სასადილოთი, რაც არის ოჯახის ძირითადი ყოველდღიური საკვები.
ოჯახში არიან მხოლოდ ლალი და მისი 82წლის მეუღლე. არიან მარტოხელები, გარდაცვლილი ჰყავთ 24 წლის შვილი. არიან სოც. დაუცველები. ლალი არის 2 ჯგუფის ინვალიდი, აქვს ეპილეფსია. კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ფსიქიატრიულში. ლალის მეუღლემ გადაიტანა ინსულტი და ნახევრად ჩაწოლილია. მის სახელზე აქვთ საპენსიო სესხი აღებული, რის გამოც მეუღლის პენსიას იღებენ მხოლოდ 180 ლარს. სარგებლობენ სასადილოთი და სრულად არიან დამოკიდებულები სოციალურზე.
მარტოხელა დედა, 5 მცირეწლოვანი შვილით, არის მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად. თბილისიდან რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად. რეგისტრირებული არის თბილისში, ამის გამო რუსთავის მერიამ უარი უთხრა მრავალშვილიანობისა და უფასო სასადილოს დახამრებაზე. ქირას იხდის სოციალურით და საჭიროებს საკვებითა და თანხით დახმარებას.
ეკატერინე არის მარტოხელა დედა, ცხოვრობს ქირით. სოციალური დახმარება მოუხსნეს წინა თვეში მისამართის ცვლილების გამო და დარჩენილები არიან მთავარი შემოსავლის გარეშე. მათი ახლანდელი შემოსავალი არის ეკატერინეს 18 წლის ბიჭის ხელფასი 225 ლარი. ოჯახს ჭირდება დახმარება საკვებითა და თანხით.
ცხოვრობენ ქირით. თეონას მეუღლე მუშაობს ხოლმე მუშად, სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვთ. სოციალურს ვერ ავსებენ რადგან ხშირად იცვლიან მისამართს. ძალიან საჭიროებენ საკვებით დახმარებას.
მარტოხელა დედა 2 შვილით. ბინა სადაც ცხოვრობს არის უფროსი შვილის, რომელიც ჰყავს 1 მეუღლისგან და ამ ბინის დაცლას სთხოვს შვილი. უფასო სასადილოში ჩაწერილია მაგრამ არ მოუწია რიგმა რამდენიმე თვეა. მუშაობს ბაღი აღმზრდელის თანაშემწედ და ხელფასი აქვს 320 ლარი. მათ შემოსავალი არის სოციალური დახამრება და იას ხელფასი
სალომე არის მარტოხელა დედა, ჰყავს 3 შვილი: 2 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი. გაშორებულია ქმარს და ცხოვრობს დედამისთან ერთად 1 ვიწრო ოთახში ქირით, სადაც საპირფარეშო საერთო აქვთ და აბაზანა საერთოდ არ აქვს ბინას. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ქირას იხდიან სოციალური დახმარებით.
იძულებით არიან შესახლებულები კორპუსში. 2 გასარემონტებელ ოთახში ცხოვრობს 11 ადამიანი. 6 არასრულწლოვანი ბავშვი და 5 ზრდასრული. თეკლეს მული, რომელიც დაშორებულია ქმარს ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მათთან ერთად. ოჯახში მუშაობს მხოლოდ დედამთილი ბაზარში. თეკლეს მეუღლე მუშაობს დღიურად მუშად, როცა დაურეკავენ ხოლმე. საჭიროებენ საკვებით დახმარებას.
თეა არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის 3 შვილს. პატარა ბიჭი არის შშმ პირი, აქვს განვითარების პრობლემა. დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და უფასო სასადილოზე. იძულებით არიან ყოფილ ლაბორატორიაში შესახლებულები.
ნათია არის მარტოხელა, 4 შვილის დედა. ვერ მუშაობს ვერსად. პატარა ბავშვს აქვს ვასკულიტი, რის გამოც 7 თვე იწვნენ იაშვილში, ბავშვი არის ქიმიაზე. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური და მრავალშვილიანობის დახმარებები. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
ოჯახი ცხოვრობს ქირით 1 ოთახიან ბინაში. ლენას მეუღლე მუშაობს მუშად. ძირითადი შემოსავალი არის მაინც სოციალური და მრავლშვილიანობის დახმარებები. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ, რიგში დგანან უკვე დიდი ხანია.
ანჟელა არის მარტოხელა 3 შვილის დედა, რომლის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და მრავალშვილიანობის პენსია, საიდანაც ყოველთვე 220 ლარს ამატებს ქირის თანხას დანარჩენს უხდის მერია. მისი ბინა ჯამში 20კვ.მ შეადგენს, სადაც აქვთ საძინებელიც, სამზარეულოც, საპირფარეშოც. საჭიროებს დახმარებას საკვებით. უფასო სასადილო გაუუქმეს, რადგან 1 კვირა ვერ შეძლო მისვლა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მარიამი არის ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი 2 მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც გამოექცა მოძალადე მეუღლეს და ცხოვრობს ქირით ბინის მეპატრონესთან ერთად 1 ოთახიან ბინაში. მეპატრონეს მერია უხდის ქირის ნაწილს და დარჩენილ თანხას 150 ლარს ამატებს მარიამი სოციალური დახმარებიდან. ჭირდება საკვებითა და თანხით დახმარება
ნინოს სახლი უყიდა იავნანას ფონდმა 5 წლის წინ. 3 ოთახიან სახლში ცხოვრობენ 8 არასრულწლოვან შვილთან ერთად. მეუღლე ჰყავს ტრამვირებული, ფეხზე აქვს პრობლემა და ვერ მუშაობს. ნინო დადის ხოლმე დალაგებებზე როც აურეკავენ. დამოკიდებულები არიან სოციალურზე და უფასო სასადილოზე
ლიდია არის მარტოხელა დედა. ჰყავს შშმ პირი შვილი. ცხოვრობენ ქირით, რომლის თანხასაც სრულად უხდის მერია.ბავშვი არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს სმენა დაქვეითებული და 0% მხედველობა, ასევე რთული სქოლიაზი და ქონდრის კაცის დიაგნოზი. შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია.
ნაირა არის 5 შვილის (4მცირეწლოვანი) მარტოხელა დედა. ცხოვრობს ქირით სოციალური ჩაუჭრეს 1 წლით, გადამისამართების გამო. მრავალშვილიანობასაც ვეღარ იღებს სოციალურის ჩახსნის გამო. პატარა გოგონას აქვს 2 ხარისხის დამწვრობა. ნაირას აქვს ეპილეფსია. სოციალურის გარდა შემოსავალი არ ჰქონდათ არაფერი. 18 წლის ბიჭი ჰყავს, რომელიც ყოველდღიურად დადის და მუშაობს მუშად 15-20 ლარზე რომ პური იყიდონ. სასადილოთი ვერ სარგებლობს, რიგშია და ელოდება თითქმის 2 წელია
ნინო და მისი მეუღლე, 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ 1 ოთახიან ბინაში, რომელიც არის სრულად გასარემონტებელი. მეუღლე მუშაობს მუშად, როცა გამოუჩნდება სამსახური. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი
__ცხოვრობს 12 კვ.მ სახლში 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად. მეუღლე დაეღუპა და ცხოვრობს ქმრის მშობლებთან, ნახევარსარდაფში სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ლალი სკოლის პერიოდში ამზადებს რამდენიმე მოსწავლეს გერმანულში. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ობლობის პენსია.
ალექსანდრე და მისი მეუღლე 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. ბინა არის ძალიან პატარა, გასარემონტებელი 2 ოთახი. ალექსანდრე ვერ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ, რიგის გამო.
ნინო არის მარტოხელა 3 შვილის დედა. ცხოვობენ ქირით. უმცროსი შვილი ჰყავს შშმ პირი. ნინო მუშაობს ბაღში და ხელფასი აქვს 250ლარი. მისი უფროსი ბიჭი მუშაობს მუშად, რომ ოჯახს დაეხმაროს. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.___
ინგა არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის 2 ბავშვს. სოციალურ დახმარებას იღებს მხოლოდ 1 არასრულწლოვან ბავშვზე მხოლოდ. ცხოვრობენ ქირით. ინგა მუშაობს და მისი ხელფასი არის მხოლოდ 280 ლარი. ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული. სარგებლობენ სასადილოთი.
ნინო არის მარტოხელა 3 არასრულწლოვანი ბავშვის დედა. არის იძულებით შეჭრილი ცალკე მდგომ შენობაში, რომელიც ხალხმა გაურემონტა. ნინოს მეუღლე არის პატიმარი. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
მედეა არის 5 არასრულწოვანი შვილის დედა. მუშაობს ბაღში ჭურჭლის მრეცხავად, სადაც ხელფასი აქვს 300ლარი. მეუღლე მუშაობს ხოლმე მუშად, როცა დაუძახებენ. ცხოვრობენ ნათხოვარ პატარა ვაგონში. ვაგონს აქვს 2 პატარა ოთახი, რომელიც სხვის ეზოში დგას. ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება შეადგენს. სარგებლობენ სასადილოთი.
მაყვალა არის მარტოხელა მცირეწლოვანი ბავშვის დედა. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, უჭირს სიარული და არის ჩაწოლილი. ამ ეტაპზე ცხოვრობს დასთან და უვლის თავის და. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება 140 ლარი. საჭიროებს საკვებით და თანხით დახმარებას
თიკო არის მარტოხელა დედა, ჰყავს 1 მცირეწლოვანი შვილი რომელის არის 1 ჯგუფის შშმ პირი. ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია რის გამოც თიკო ვერ ახერხებს მუშაობას. მისი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და ბავშვის პენსია. თიკოსთან ცხოვრობს მისი პენსიონერი დედა და ეხმარება ბავშვის მოვლაში. სარგებლობენს უფასო სასადილოთი
ზაური არის 3 არასრულწლოვანი შვილის მამა. ცხოვრობენ ქირით პატარა, გასარემონტებელ ბინაში. ზაურის აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის 1 ჯგუფი ინვალიდი. ხერხემალზე გაკეთებული აქვს 5 ოპერაცია და ამოღებული აქვს მალები, რის გამოც ვერ მუშაობს. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. მათი სრული შემოსავალი არის სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია.
თათული არის 5 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლეს ლავიწი აქვს მოტეხილი და ტრამვირებული აქვს ხელი, რის გამოც ვერ მუშაობს. სახლში მხოლოდ თათული მუშაობს, მაღაზიაში კონსულტანტად. მათი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და თათულის ხელფასი. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
შორენა არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. მულს აქვს ფსიქიკური პრობლემა და შორენას მეურვეობა აქვს აღებული მის 2 შვილზე. ოჯახი ცხოვრობს სარდაფში, რომელიც არის დანგრეული, უფანჯრო სივრცე. შორენას მეუღლე ტაქსაობდა ნათესავის მანქანით, ახლა უმუშევარია. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით.
შორენა არის მარტოხელა 3 შვილის დედა, 1შვილი ჰყავს შშმ პირი. ყოფილმა მეუღლემ სახლი გაყიდა იურისტზე, რომ სახლი არ გაეყო და დაეთმო შორენასთვის. სახლზე მიდის დავა სასამართლოში. სოციალური შეჩერებული აქვს დავის გამო. შორენას შემოსავალი არის მხოლოდ მრავალშვილიანობისა შშმ პირის პენსია
ჟუჟუნას 3 არასრულწოვანი შვილის დედა. მეუღლემ 2ჯერ გადაიტანა ინსულტი და ვერ მუშაობს. ორ ბავშვს გადატანილი აქვს ტუბერკულიოზი. ჟუჟუნას ერთადერთი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. საცხოვრებელ ბინაში იძულებით არიან შეჭრილები, რადგან მეუღლის და შვილების ავადმყოფობის გამო ქირას ვეღას იხდიდნენ. სარგებლობენ უფასო სასადილოთი
მაგდას მეუღლე მუშაობს მუშად, როცა საქმე გამოუჩნდება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და უფასო სასადილო. მაგდას , ორსულობის შემდეგ აქვს ფეხებზე პრობლემა. 6 თვის განმავლობაში მგრძნობელობა არ ჰქონდა ფეხზე.
თეა არის მარტოხელა დედა, აქვს გულის პრობლემები. რის გამოც ვერმუშაობს. ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობ ქირით, რომელსაც უხდის გამგეობა. სარგებლობს უფასო სასადილოთი.
ლალა არის 3 არასრულწლობანი შვილის დედა. მეუღლე არის შშმ პირი და ვერ ახერხებს მუშაობას. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. ცხოვრობენ ხის ფიცრულში, სადაც იძულებით არიან შეჭრილები. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
მინაია ცხოვრობს ფსიქიკურად ავადმყოფ მულთან ერთად, რომლის 3 არასრულწლოვანი შვილის მეურვეც არის მინაია. ოჯახის შემოსავალი არის მოლოდ სოციალური დახმარება. ცხოვრობენ პატარა ვაგონში. სარგებლობენ სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით და თანხით
ლელა არის მარტოხელა დედა. ბავშვების ობლობის პენსია აღებული აქვს სესხად და ვეღარ იღებს ყოველთვიურად. შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. ბავშვების ავადმყოფობის გამო, 1 კვირა ვერ შეძლო სასადილოში მისვლა და გაუუქმეს უფასო საკვები. ახლა თავიდან დაწერა განცხადება და ელოდება რიგს.
ნანა არის მარტოხელა 3 შვილის დედა. ცხოვრობდნენ ფიცრულში, შემდეგ ერთ-ერთმა ფონდმა აუშენა სახლი, მაგრამ ამ დრომდე არ არის დაკანონებული. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება 210 ლარი. საჭიროებენ დახამრებას საკვებით და თანხით
ზინა არის მარტოხელა, 3 შვილის დედა. 2 არასრულწლოვანი არის შშმ პირი. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზინა ვერ ახერებს მუშაობას. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
სოფიკო არის 3არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე მუშაობს ხელოსაბზე, მაგრამ ამ ეტაპზე უმუშევარია. ცხოვრობენ ნათესავის ბინაში და ამისგამო სოციალურს ვერ აკეთებს, რადგან მუდმივად მაღალი ქულები მოსდის. სოფიკო სახლების დალაგებაზე მუშაობს ხოლმე და ოჯახის შემოსაბავალი არის მხოლოდ მისი ხელფასი 350 ლარი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით.
ნათია არის მარტოხელა, 3 შვილის დედა. ცხოვრობს ქირით. ახლახანს დასაქამდა სახელმწიფო პროგრამით, სადაც ხელფასი აქვს 300 ლარი, რაც მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. სოციალური დახმარებით იხდის ბინის ქირას. უფასო სასადილოს რიგშია რამდენიმე წელია.ესაჭიროება დახმარება საკვებით და თანხით
ეთერი არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ბინაში იძულებით არიან შეჭრილები და გასარემონტებელ 2 ოთახში. მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. ეთერი სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში მუშაობს რესტორანში დამხმარედ. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
მაია არის მარტოხელა, 2 შვილის დედა. ცხოვრობს ქირით. ერთ-ერთი შვილი არის 1 ჯგუფის ინვალიდი. მათი მთელი შემოსავალი მიდის გიორგის მკურნალობაში. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მაია ვერ მუშაობს. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ძალიან სჭირდება დახმარება საკვებით და თანხით.
მედეა არის 4 არასრულწლოვანი ბავშვის დედა. მეუღლე მუშაობს მუშად. ოჯახი ცხოვრობს ქირით. მედეას შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
ირინე არის მარტოხელა 3 შვილის დედა. რომელთაგან 2 არის არასრულწლოვანი. მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილიშვილიც. მისამართს ცვლილების გამო შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. ირინე მუშაობს დამალგებლად მაღაზიაში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
ია არის 2 არასრულწოვანი შვილის დედა. მეუღლეს გადატანილი აქვს ინსულტი, რის გამოც ვერ მუშაობს. ცხოვრობენ ნათხოვარ, ძალიან პატარა, 1 ოთახიან ვაგონში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
მაია არის 7 შვილის დედა, აქედან 3 არის არასრულწლოვანი. ერთ-ერთი არასრულწოვანი შვილი არის შშმ პირი. მაია ვერ მუშაობს შვილის ჯანმრთელობის გამო, მხოლოდ მეუღლე მუშაობს მინიმალურ ხელფასზე. სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას თანხით და საკვებით
მარიამი ზრდის მის 4 არასრულწლოვან შვილიშვილს. ცხოვრობენ ქირით, რასაც ნაწილობრივ უფინანსებს მერია და თანხის ნაწილს, 500 ლარს თვითონ ამატებს. უფროს ბიჭებს აქვთ ჯანრმთელობის პრობლემები. ერთ ბიჭს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა და მკურნალობს დღემდე. მეორე ბიჭს აქვს ხერხემლის პრობლემა, დაშორებული აქვს მალები, რის გამოც არ შეუძლია მუშაობა. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნათია არის მარტოხელა დედა, მეუღლე დაეღუპა და მარტო ზრდის 4 არასრულწლოვან შვილს. ასევე უვლის ავადმყოფ დედას, რომელსაც აქვს სიმსივნე. საცხოვრებელი ბინა მერიამ გადასცა. ნათიას ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნონა არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. ნონას მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გაკეთებული აქვს 2 ოპერაცია. მოჭრილი აქვს ჭიპი და არ შეუძლია მუშაობა. ნონასაც 1 თვალში არ აქვს მხედველობა. მათი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობენ 2 პატარა ოთახში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
ლეილა არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობენ საკუთარი ხელით აშენებულ სახლში, რომელიც არის გასარემონტებელი. ლეილას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ამოღებული აქვს 1 თირკმელი, ხოლო მეორე დაზიანებული აქვს. რის გამოც ვერ მუშაობს. ჰყავს 2 შშმ შვილი. ერთ-ერთი ბავშვის ოპერაციისთვის წინასწარ გამოიტანა პენსია და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დარჩა მხოლოდ სოციალურ დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ხათუნა არის 4 შვილის მარტოხელა დედა. ცხოვრობს ქირით, რომლის ნაწილს უხდის მერია, ხოლო ნაწილს თვითონ ამატებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ჟუჟუ არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლემ მუშაობის დროს მყესი დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც კრძალული აქვს მუშაობა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამუნა არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე მუშაობს მუშად. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
კესარია არის მარტოხელა 3 შვილის დედა. მათგან 2 არის არასრულწლოვანი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კესარიას არ შეუძლია მუშაობა. მისი უფროსი შვილი მუშაობს დღიურად მუშად. საცხოვრებელი სახლი მერიამ შეუსყიდა და დაუკანონა. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ საკვებითა და თანხით დახმარებას.
კესო არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობენ ქირით, რომლის ნაწილსაც მერია უხდის, ხოლო დარჩენილ თანხას ამატებს სოციალური დახმარებიდან. კესოს მეუღლე არის დროებით უმუშევარი. რადგან პატარა შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2 თვე იწვა საავადმყოფოში და მეუღლე გაცდენების გამო სამსახურიდან გამოუშვეს. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ელენეს ჰყავს 7 შვილი, მათგას 3 არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ნათესავის სახლში, რომელიც ემიგრაციაში არის წასული. ელენეს მეუღლემ გადაიტანა ინსულტი და მუშაობა არ შეუძლია. ელენემ ახლახანს დაიწყო მუშაობა, სახელმწიფო დასაქმების პროგრამით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას თანხით და საკვებით.
ვიქტორი ზრდის 3 შვილიშვილს. ბავშვებს დაღუპული ჰყავთ დედა, ხოლო მამას აკრძალული აქვს მათთან კონტაქტი. ვიქტორი არისბავშვების ერთადერთი მეურვე. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც უფინანსებს მერია. საჭიროებენ დახამრებას საკვებითა და თანხით.
ირინე მუშაობს დამალგებლად მაღაზიაში. მისამართის ცლილების გამო შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. ცხოვრობს ქირით 2 შვილთან და არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის ირინეს ხელფასი. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ირმას ბავშვები ჰყავს მინდობით აღზრდაში საცხოვრებელი პირობების გამო. მისი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობს ქირით, დღეში იხდის 20 ლარს. ქირის გადასახდელად ირმა ითხოვს მოწყალებას. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
სოფიკო არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის 6 არასრულწლოვან შვილს. ცხოვრობს ქირით. მუშაობს რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამარი არის მარტოხელა დედა. ცხოვრობს ქირით არასრულწლოვან შვილთან და ავადმყოფ მშობლებთან ერთად. სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს, მისამართის ცვლილების გამო. თვითონ მუშაობს ოჯახში დამხმარედ, რაც თამარისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
მაია არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. მათგან 1 არის შშმ პირი. მეუღლე ვერ მუშაობს მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აქვს ხერხემლის კისტა და ჩიყვი 26მმ. შხამიანი კვანძი, რის გამოც ეთიშება. ერთადერთი შემოსავალი რაც ოჯახს გააჩნია არის სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ, არიან რიგში. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ეკა არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლეს ოთხჯერ აქვს გადატანილი ტუბერკულიოზი. აკრძალალული აქვს სიმძიმის აწევა და დაღლა. ცხოვრობენ ნანგრევებში, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. სახლს არ აქვს ფანჯრები. ოჯახის ერთადერთი შემოსავალ არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
მაკა არის 5 შვილის დედა, მათგან 1 არის სრულწლოვანი, რომელიც არის დაოჯახებული და ცხოვრობს მაკასთან, ცოლთან და 2 შვილთან ერთად. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობენ ნანგრევებში. სახლს არ აქვს ფანჯრები და ჭერი. წვიმის და ქარის დროს სახლში გაჩერება არის შეუძლებელი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნათია არის 1 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლემ ხელი დაიზიანა და მუშაობა არ შეუძლია. ოჯახი ცხოვრობს ქირით და მათი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით
ზინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრისში. მეუღლეს ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი და აქვს შეზღუდული მხედველობა ორივე თვალში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
მარიკა არის 9 შვილის დედა. ჰყავს შშმ შვიილი, რომელიც არის 1 ჯგუფის ინვალიდი. აქვს განვითარების ეტაპობრივი დაყოვნება. მეუღლეს არ აქვს სტაბილური სამსახური, მუშაობს ავტოსამრეცხაოში როცა გამოიძახებენ. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთუ შემოსავალი არის სოციალური დახმარება.
ნელი არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საცხოვრებელი მერიამ მისცა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება.
თამარი არის მარტოხელა 4 შვილის დედა. ჰყავს შშმ შვილი, აქვს ეპილეფსია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ვერ სარგებლობემ უფასო სასადილოთი რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
ციცი არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. უფასო სასადილოთ ვერ სარგებლობენ რიგის გამო.
ვერიკო არის 5 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება.
ნატო არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. არის ორსულად. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ, რადგან სტატუსი მხოლოდ ბავშვებს აქვთ მინიჭებული.
ხატია არის მარტოხელა დედა, ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მისი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს, რადგან სტატუსი მხოლოდ ბავშვებს აქვთ მინიჭებული.
სოფიო არის 3 არასრლუწლოვანი შვილი დედა. მეუღლე მუშაობს მშენებლობაზე. სოციალური დახმარება მისამართის ცვლილების გამო შეუერეს 1 წლით. ამის გამო, ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის მეუღლის ხელფასი.
მირანდა არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. 1 შვილი არის შშმ პირი. აქვს სუნთქვის 2 ხარისხის უკმარისობა. მირანდა მუშაობდა რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად, მაგრამ მოიტეხა ფეხი და ამ ეტაპზე არის უმუშევარი. ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის გამო.
ლიდას ჰყავს 2 არასრულწოვანი შვილი. არის მარტოხელა დედა. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ლიდას სტაბილური სამსახური არ აქვს, მაგრამ იშვიათად დადის ხოლმე სახლების დალაგებაზე. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ საკვებითა და თანხით დახმარებას.
თამილა არის 4 არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა დედა. 1შვილი ჰყავს შშმ პირი, რომელსაც აქვს ცერემბრალური დამბლა და არის 1 ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. თამილა ვერ მუშაობს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს, რადგან ჩაწერილია სხვა ქალაქში. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნათია არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ხერხემალზე, რის გამოც არ შეუძლია მუშაობა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ნათიასთან ცხოვრობს მისი მაზლი და შვილები. საჭიროებენ დახმარებას საკვებით
ია არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა.მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
თურმანი არის 3 არასრულწლოვანი შვილის მამა. მეუღლე მუშაობს სუპერმარკეტში. თურმანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, თიაქარის ოპერაციის შემდეგ მუშაობა არ შეუძლია. ოჯახი ცხოვრობს ავარიულ სახლში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
ხატია არის 3 შვილის დედა. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საცხოვრებელი სახლი არის ბანკში ჩადებული და ადევს ყადაღა, უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო.
ნინო არის 4 შვილის დედა, მათგან 2 არასრულწლოვანი. უმცროსს ბავშვი ჰყავს შშმ პირი. აქვს განვითარების შეფერხება, ექიმები ვარაუდობენ რომ არის აუტიზმი. მეუღლეს აქვს არასტაილური სამსახური, მუშაობს მუშად მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო.
ლია არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 შვილი, მათგან 2 არასრულწლოვანი. ცხოვრობს ქირით და იხდიან სოციალური დახმარებით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ია არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრლუწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ოჯახის ერთაერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით
მარინას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე მუშაობს ძაღლების თავშესაფარში, სადაც აქვს მინიმალური ხელფასი . ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. იმის გამო, რომ ჩაწერილები არიან სხვა ქალაქში, უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ნინო არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით. მისამართის ცვლილების გამო შეუჩერეს სოციალური დახმარება და უფასო სასადილო. არ იცის ქირას როგორ გადაიხდის. ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ევას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მტვირთავად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ძალიან პატარა(დაახ.20კვ.მ.) სახლში, რომელიც ააშენეს თვითონ და გაფორმებული არ აქვთ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება.
ნათიას ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარების საშუალებით. ნათიას მეუღლე მუშაობს დაცვაში. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ მეუღლის ხელფასი და სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო.საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნანა არის 6 არასრულწლოვანი შვილის დედა. ამათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, აქვს აუტიზმი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. ნანას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და უჭირს ბავშვების მოვლა დამოუკიდებლად. რის გამოც, მეუღლე ვერ მუშაობს და ეხმარება ნანას ბავშვების მოვლაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით
დოდო არის მარტოხელა მოხუცი, II ჯგუფის ინვალიდი. მოტეხილი აქვს ხერხემალი და ორივე ფეხი, რის გამოც უჭირს მოძრაობა. შშმ პირის პენსიიდან გადავიდა ასაკოვბრივ პენსიაზე და მისი შემოსავალი არის მხოლოდ პენსია. ცხოვრობს 1 ოთახში, სადაც იძულებით არის შესახლებული. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
ზოია არის მარტოხელა მოხუცი. ახლახან გადაიტანა ინფარქტი. აქვს მახსოვრობისა და მხედველობის პრობლემა. მისი შემოსავალი არის პენსია და სოციალური დახმარება. საკვები მოაქვს უფასო სასადილოდან. საჭიროებს დახმარებას თანხით და საკვებით.
თინათინი ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, არის მარტოხელა დედა. თინათინთან ცხოვრობს დედამისი, რომელიც არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი. არ აქვს ერთი თვალი და მეორე თვალშიც მინიმალური მხედველობა აქვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და დედის პენსია. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით.
გვანცას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი და არის მარტოხელა დედა. დროებით ცხოვრობს ძმის სახლში, ერთ ოთახში, რომელიც მალე უნდა დაცალოს. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს, მისამართის ცვლილების გამო. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და მრავალშვილიანობის დახმარება. ესაჭიროება დახმარება საკვებით და თანხით.
მერის ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ მუშაობს. დროებით შეიფარა ახლობელმა და ცხოვრობენ მის სახლში, კერძო სახლის 1 ოთახში. მერი მუშაობს ბაღში, სოციალური დასაქამების პროგრამით. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური და მერის ხელფასი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
მარტოხელა დედა, ცხოვრობს დაქალთან ერთად ნათესავის ბინაში. დაქალიც არის მარტოხელა დედა . ელენეს არანაირი დახმარება არ აქვს, არცვ სოციალური რადგან ათესავის ბინაში ცხოვრობს. არებობს მხოლოდ ხალხის დახმარებებით.
მაიას ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. არის მარტოხელა დედა. უფროსს შვილი არის Iჯგუფის ინვალიდი. აქვს ცერემბრალური დამბლა, გონებრივი განვითარების შეზღუდვა და აუტიზმი. სახლი სადაც ცხცოვრობს ხალხმა უყიდა. მაიას შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შვილის პენსია. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
ლანას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, ამათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი. I ჯგუფის ინვალიდი, აქვს განვითარების ეტაპების დაყოვნება. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ 2 ოთახიან ბინაში. ბინა არის სრულიად სარემონტო. ფანჯრებს არ აქვს მინები. იძულებით არის შესახლებულები. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით.
ანა არის მარტოხელა დედა, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. როცა ბავშვები სკოლაში და ბაღში არიან, მხოლოდ მაშინ მუშაობს მიმტანად, რომ საჭმლის ფულის ჰქონდეს. თუმცა არის რეზერვი მიმტანი და ყოველდღე ვერ მუშაობს, საჭიროებს დახმარებას საკვებით და თანხით.
ნათიას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭრიოებს დახმარებას საკვებით და თანხით.
რევაზი არის მარტოხელა მამა, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით ერთ ოთახიან ბინაში. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის რევაზის ხელფასი. ბავშვების გაზრდაში ეხმარება დედა. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
ნინოს არის მარტოხელა დედა. ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. ნინოსთან ცხოვრობს დედამისიც. ქირის თანხას იხდის სოციალური დახმარებით, რომელიც ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამარს ჰყავს შშმ პირი შვილი, რომელიც არის I ჯგუფის ინვალიდი. აქვს ცერემბრალური დამბლა და განვითარების ეტაპების შეფერხება. მერიამ შეასახლა ყოფილი ბაღის შენობაში. 1 ოთახში ცხოვრობს 5 ადამიანი. დარეჯანის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და პენსია. სარგებლობს სასადილოთი.
ვლადიმერი არის ამარტოხელა მამა. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლის დაღუპვის შემდეგ, მერიამ უყიდა ბინა. დამხმარე არ ჰყავს არავინ და ვერ ახერხებს მუშაობას. ვლადიმერის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ობლობის პენსია. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
ლიას ყავს 4 შვილი, აქედან 2 არასრულწლოვანი. მერიამ შეასახლა ბაღის შენობაში და 1 ოთახში ცხოვრობს 6 ადამიანი. ლიას მეუღლე მუშაობს დაცვაში. ოჯახის შემოსავალი არის სოციალური დახმარება და მეუღლის ხელფასი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ნინო არის მარტოხელა დედა, ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ბავშვების გამო ვერ ახერცებს მუშაობას, რადგან დახმარე არ ჰყავს არავინ. საჭიროებს დახმარებას საკვებით და თანხით.
ესენია ჰყავს 4 შვილი, აქედან 3 არის არასრულწლოვანი. არის მარტოხელა დედა. ჰყავს 2 შშმ პირი შვილი, ნიკოლოზს აქვს ცერემბრალური დამბლა და გონებრივი განვითარების შეფერხება, ანასტასიას დიაგნოზი არის ჰიდროცეფალია. ანასტასია დაბადებიდან არის ლოგინად ჩავარდნილი, არ შეუძლია კომუნიკაცია, ვერ საუბრობს და ვერ ხედავს. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის ნაწილსაც უფინანსებს მერია, ხოლო ნაწილს ამატებს სოციალური დახმარებიდან. ტყუპებს ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს, რადგან ჩაწერილი არის სხვა ქალაქში. ესაჭიროება დახმარება საკვებით და თანხით.
თეა არის მარტოხელა, 4 შვილის დედა, აქედან 3 არასრულწლოვანი. ცხოვრობენ გასარემონტებელ სახლში. თეას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ვერ მუშაობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
თამარს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი. აქვს სიელმე, თანდაყოლილი გულის მანკი, გულის ძგიდის დეფექტი და მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა, რის გამოც უჭირს სიარული. მეუღლე მუშაობს მუშად, რომლის ხელფასითაც იხდის ქირას. სოციალური დახმარება არ აქვს, მისამართის ცვლილების გამო. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
გიული არის მარტოხელა დედა, ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. პატარა ბიჭს აქვს მეტყველების პრობლემა. რამდენიმე თვის წინ დაეღუპა 25 წლის გოგონა, რომლის დაკრძალაშიც დაეხმარნენ მამაოები. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
ეკა არის 6 არასრულწლოვანი შვილის დედა. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, აქვს განვითარების ეტაპების შეყოვნება. ეკა უვლის მის დას, რომელიც არის შშმ პირი. ავარიის შემდეგ ვერ გადაადგილდება. ეკას მეუღლეს არ აქვს თირკმელი და ვერ მუშაობს ჯანმრთელობის მდგონარეობის გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით
თამარი არის მარტოხელა ქალი. ცხოვრობს ყოფილ ნანგრევებში, რომელიც თვითონ ააშენა ნელ-ნელა. აქვს გულის მანკი და გადატანილი აქვს ინფარქტი. თამარის ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით.
ზაალი არის შშმ პირი, აქვს გონებრივი განვითარების შეზღუდვა. ზაალი ცხოვრობს ასევე შშმ პირ დედასთან ერთად. ზაალის დედას აქვს მხედველობის პრობლემა და უჭირს გადაადგილება. საკვებით ეხმარებიან მეზობლები. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის ზაალის დედის პენსია. შესახლებული არიან ბაღის შენობაში. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამარი არის მარტოხელა დედა, ჰყავს 1 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. შაბათ-კვირას ალაგებს სახლებს. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს რიგის გამო. ესაჭიროება დახმარება საკვებით.
შორენა არის მარტოხელა დედა, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. სახლს არ აქვს ფანჯრები, ხოლო კედლებზე არის ღრმა ბზარები, საიდანაც ზაფხულში გველები შედიან. თამარი უვლის მის შშმ პირ დედას, რომელიც არის ჩაწოლილი და აქვს მხედველობის პრობლემა. შორენა არის II ჯგუფის ინვალიდი, აქვს გულის მანკი, თირკმლის პრობლემები და ფილტვები გახსნილი აქვს მხოლოდ 5%, რის გამოც უჭირს სუნთქვა. ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით.
მარიამი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. მარიამს არ ჰყავს არავინ დახმარე, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
მაია არის მარტოხელა ქალი. 1 ჯგუფი ინვალიდი. აქვს გონებრივი ჩამორჩენა. ცხოვრობს მის მიერ გამოგონილ სამყაროში. არ აქვს არანაირი შემოსავალი, შშმ პირის პენსიის გარდა, რომელიც 2 თვის წინ დაენიშნა. 1 წლის წინ დაეწვა სახლი და დღემდე ცხოვრობს დამწვარ სახლში. მისი ერთადერთი შემოსავალია პენსია. ესაჭიროება დახმარება საკვებით
ამალია ზრდის 3 არასრულწლოვან შვილიშვილს. ბავშვები დედამ დატოვა მამასთან და არ აქვს ბავშვებთან კონტაქტი. ამალიას შვილმა, ბავშვების მამამ 1 წლის წინ მიიღო სხეულის დამწვრობა, რის გამოც ვერ მუშაობს. ოჯახი მერიამ შეასახლა ერთ ოთახიან ბინაში. 1 ოთახში ცხოვრობს 5 ადამიანი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ამალიას პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებით