"საკვების ბანკი" არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აწვდის საკვებ პროდუქტებს უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.
ქართული "საკვების ბანკი" სრულად იზიარებს მსოფლიოს საკვები ბანკების კონცეფციას და ბენეფიციარებს არა ფულადი სახის, არამედ უშუალოდ საკვები პროდუქტებით დახმარებას სთავაზობს.
საკვების შეძენა ხორციელდება დონორების ფულადი შემოწირულობების დახმარებით და ბენეფიციარ ოჯახებს მიეწოდება თვეში ერთხელ.
საკვების ბანკი დაარსდა 2019 წელს და ამავე წლის აპრილში ფონდმა აქტიური საქმიანობა დაიწყო. მას შემდეგ, ბენეფიციარი ოჯახები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით მარაგდებიან საკვებით.
"საკვების ბანკი"-ს მისიაა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და საქველმოქმედო საქმეში ჩართოს მეტი პარტნიორი და მოხალისე, რათა საერთო ძალებით დავამარცხოთ ერთ-ერთი დიდი პრობლემა - შიმშილი!
ფონდის მიზანია სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს