შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე  კონფიდენციალურობის პირობებით(შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, „კონფიდენციალურობის პირობები“) განსაზღვრულია თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვებას ახორციელებს საკვების ბანკი დონორ(ებ)ისაგან ისევე, როგორც რა სახის ინფორმაციას გვაწვდის დონორი(შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“, „ინფორმაცია“)  ვებგვერდის მეშვეობით, ასევე ქველმოქმედების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გზით. ამასთანავე კონფიდენციალურობის პირობებით განსაზღვრულია „საკვების ბანკი“-ს მიერ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, შენახვის, დაცვის და გამჟღავნების პირობები, აღწერილია დონორის მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან, და შეცვლასთან დაკავშირებული არჩევანი.
კონფიდენციალურობის პირობების ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ ელ.ფოსტით ამასთანავე ცვლილება ძალაში შევა, მხოლოდ მისი დონორ(ებ)ისათვის შეტყობინების შემდეგ.
კონფიდენციალურობის პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ წესებსა და პირობებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, თუ კონფიდენციალურობის პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
კონფიდენციალურობის პირობების მიზნებისათვის, „საკვების ბანკი“ წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს.
თუ თქვენ არ ეთანხმებით, რომ იყოთ შებოჭილნი კონფიდენციალურობის პირობებით, თქვენ არ უნდა განახორციელოთ შემოწირულობა „საკვების ბანკი“ს ვებგვერდის მეშვეობით.

  1. მონაცემთა დამმუშავებლის მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია
    1. მონაცემთა დამმუშავებლის მონაცემებია:

საფირმო სახელწოდება: საქველმოქმედო ფონდი საკვების ბანკი
სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 404572440
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას II შეს., N2
ელ.ფოსტა: contact@foodbank.ge

  1. ინფორმაციის შეგროვება
    1. მონაცემთა დამმუშავებელი აგროვებს დონორის მიერ მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას, რომელსაც დონორი აწვდის მესამე პირებს, “საკვების ბანკი”სათვის ამ ინფორმაციის მიწოდების უფლების მინიჭებით.
    2. „საკვების ბანკი“-ს ვებგვერდზე ანგარიშის შექმნისას, დონორი გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას:
  2. დონორის სახელი და გვარი;
  3. იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება;
  4. იურიდიული პირის საკონტაქტო პირი;
  5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  6. ელ.ფოსტა;
  7. საკრედიტო ბარათის მონაცემები, რომლის შენახვას ახორცილებს არა “საკვების ბანკი”, არამედ გადახდის პროვაიდერი მესამე პირი - ბანკი, დაცულ სერვერებზე.
    1. დონორს შეუძლია შეცვალოს და/ან განაახლოს მის მიერ ანგარიშის მონაცემებში ასახული ინფორმაცია.
    2. მონაცემთა დამმუშავებელმა შესაძლოა ასევე დაამუშავოს დონორის მიერ მოწოდებული შემდეგი ინფორმაცია:
  8. დონორის მიერ ჩვენთვის ტელეფონით, ელ.ფოსტით, სატელეფონო ზარების საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია;
  9. ქველმოქმედების პროცესის შეფასების შესახებ დონორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
    1. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც ეხება იმ ტექნიკურ მოწყობილობას, რომელსაც იყენებთ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს: მოწყობილობის ტიპი, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, ოპერაციული სისტემა, IP მისამართი და ა.შ.
  1. ინფორმაციის შეგროვების მიზნები და დამუშავება
    1. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც დონორი გვაწვდის ან ვიღებთ დონორთან დაკავშირებით, შეიძლება ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებით:
  2. დონორთა ანგარიშების შექმნისა და მართვისათვის;
  3. ქველმოქმედებასთან დაკავშირებული სიახლეების გასაგზავნად;
  4. დონორისაგან უკუკავშირის მოთხოვნის მიზნით;
  5. წესებისა და პირობების და  კონფიდენციალურობის პოლიტიკის დახვეწისა და გაძლიერებისათვის;
  6. სამართლებრივ მოთხოვნებზე პასუხის გაცემისა და ზიანის თავიდან აცილების მიზნით;
  7. “საკვების ბანკი”ს მიერ მომხმარებლის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
  8. “საკვების ბანკი”ს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის;
  9. სამართლებრივი პროცესების(ვალის ამოღება, სასამართლო წარმოება, საჩივრების განხილვა და სხვ.) სამართავად. თაღლითობის, ჩვენი საქმიანობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მონაცემების, სისტემისა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  10. მარკეტინგის მიზნით.
    1.  “საკვების ბანკი”ს მიერ დონორთა მონაცემების დამუშავება და გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, მხოლოდ კანონიერი მიზნებით. 
  1. ინფორმაციის გაზიარება
    1. “საკვების ბანკი”, დონორის თანხმობით, და/ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ავრცელებს ინფორმაციას და/ან გადასცემს მესამე პირებს, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების დაცვით.
    2. მესამე პირს სტატისტიკური მაჩვენებლებისთვის შესაძლოა გადაეცეს დონორის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ დეტალებს, კერძოდ შემოიფარგლება მხოლოდ სქესით, ასაკით და შემოწირულობის  შესახებ ინფორმაციით.
    3. ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია მესამე პირს, როდესაც მივიჩნევთ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კანონის დასაცავად, სხვადასხვა იურიდიული პროცესის სამართავად, მათ შორის:
      1. სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში;
      2. თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური პრობლემების პრევენციის, იდენტიფიცირების ან სხვაგვარად აღმოფხვრის მიზნით;
      3. უსაფრთხოების, უფლებების ან ნებისმიერი პირის საკუთრების, საჯარო წესრიგის ან “საკვების ბანკი”ს ინტერესების დაცვის მიზნით.
    4. თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ სხვა კომპანიას, კომპანიის შერწყმის გაყოფის და/ან გაყიდვისას, ასევე არსებულ და/ან მომავალ პარტნიორებს, შვილობილ კომპანიებს ან სხვა კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ და/ან მართავდნენ ჩვენს კომპანიას.
  1. ინფორმაციული უსაფრთხოება
    1. ჩვენ ვიცავთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არაავტორიზებული გამოყენების, ცვლილებისა და გამჟღავნებისაგან.
    2. მიუხედავად ჩვენს მიერ შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების მიღებისა, თქვენ ადასტურებთ და აღიარებთ, რომ:
      1. არსებობს ინტერნეტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს კონტროლს სცდება;
      2. თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციისა და მონაცემების უსაფრთხოება, მთლიანობა და კონფიდენციალურობა არ შეიძლება იყოს გარანტირებული;
      3.  ნებისმიერი ასეთ ინფორმაციასა და მონაცემზე შეიძლება წვდომა მოიპოვოს მესამე პირმა, მიუხედავად ჩვენს მიერ პრევენციული ზომების მიღებისა.
    3. ვინაიდან თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოება ნაწილობრივ დამოკიდებულია მოწყობილობის უსაფრთხოებაზე, რომელსაც იყენებთ ჩვენთან კომუნიკაციისთვის გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები ამ ინფორმაციის დასაცავად.

 

  1. ცვლილებები და დამატებები
    1. “საკვების ბანკი” უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობებში. ნებისმიერი სახის ცვლილების და/ან დამატების შემთხვევაში განახლებული კონფიდენციალურობის პირობები გამოქვეყნდება “საკვების ბანკი”ს ვებგვერდზე და დონორს ეცნობება ცვლილების შესახებ.
    2. იმ შემთხვევაში, თუ დონორი არ ეთანხმება ცვლილებასა და/ან დამატებას, მან უნდა შეწყვიტოს დონაციის პროცესი.
    3. კონფიდენციალურობის პირობების რომელიმე დებულების ბათილობა, არ იწვევს სხვა დებულებების/პირობების ბათილობას.
  2. თანხმობა კონფიდენციალურობის პირობებზე
    1. თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით კონფიდენციალურობის პირობებს და ეთანხმებით ყველა პირობას.
    2. დონორად რეგისტრაციით/შემოწირულობის განხორციელებით და ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები.
  1. კონტაქტი
    1. გთხოვთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდეთ მე-2 მუხლში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

 

 

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს