შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

ერთად დავძლიოთ შიმშილი Foodbank-ის დახმარებით

10.09.2020

უკვე მეორე წელია, რაც Foodbank უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. ორგანიზაცია კომპანია FINA-ს ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებით დახმარებას.

ამ დრომდე პროექტის ძირითად დონორებს თავად კომპანია FINA და მისი მომხმარებლები წარმოადგენდნენ, მასში 25 ბენეფიციარი ოჯახი იყო ჩართული, ჯამში კი, 10 000 ლარამდე დაიხარჯა საკვების შეძენასა და დარიგებაში.

დახმარების საჭიროების მქონე ოჯახების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, სწორედ ამან განაპირობა Foodbank-ის, როგორც ორგანიზაციის ჩამოყალიბების საჭიროება. აღნიშნული გადაწყვეტილება პროექტის მენეჯერებს საშუალებას მისცემს ინიციატივა უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მასში მეტი დონორის ჩართვა უზრუნველყონ ფულადი, თუ საკვების შემოწირულობის სახით.


აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს