აგვისტოში Foodbank კიდევ 25 ოჯახს დაეხმარა საკვებით. ბენეფიციარებს შორის არიან სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომლებსაც ყავთ მცირეწლოვანი შვილები, ჯანრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრები და არინ მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად, ზოგ მათგანს ესეც არ გააჩნია.
ჯამში აგვისტოს თვეში სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე 830 ლარი დაიხარჯა და საქართველოს მასშტაბით 25 ოჯახს დაურიგდა საკვები.
Foodbank 2019 წლის აპრილიდან ახორციელებს პროექტს. ორგანიზაციის მიზანია კიდევ უფრო მეტ ოჯახს მიაწოდოს სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები, რისთვისაც პარტნიორებისა და მოხალისეების უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს