შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

როგორ მუშაობს Foodbank და როგორ შეგვიძლია ჩავერთოთ პროექტში

30.09.2020

Foodbank არის არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებით ეხმარება. მაშინ, როდესაც ასობით მრავალშვილიანი ოჯახი მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად არის, ზოგ მათგანს ესეც არ გააჩნია, ამას ისიც ემატება, რომ ოჯახში ყავთ უნარშეზღუდული, ან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე წევრები, უბრალოდ კითხის ნიშნის ქვეშ დგება საარსებოდ მნიშვნელოვანი საკვების ქონაც კი.

Foodbank-ის მიზანია მსგავს ოჯახებს მიაწოდოს სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, ამ საქმეში ჩართოს მეტი პარტნიორი და მოხალისე, რათა საერთო ძალებით დავამარცხოთ შიმშილი!

ამისთვის აუცილებელია დონორი ორგანიზაციებისა თუ პარტნიორი ფიზიკური პირების მოძიება. მეტი დონაცია ავტომატურად გულისხმობს მეტ დაპურებულ ოჯახს. დონორობის მსურველ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით გადაწყვიტონ შემოწირულობის რაოდენობა, სიხშირე, პერიოდულობა და ა.შ. გარდა ფულადი სახის შემოწირულობისა, ასევე შესაძლებელია საკვებით დონაციაც, რომელიც ბენეფიციარებს გადაეცემათ.


აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს