Login

QQQ

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

HOME About Us

About Us

რა არის "საკვების ბანკი"

Food Bank ან Foodbank არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აწვდის საკვებ პროდუქტებს იმ პიროვნებებსა და ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან შიმშილისა და სიღარიბის ზღვარზე.

ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოში პირველი - ,,საქველმოქმედო ფონდი საკვების ბანკი“ 2019 წელს დაარსდა. ამავე წლის აპრილში ფონდმა აქტიური საქმიანობა დაიწყო და თბილისისა და რუსთავის მასშტაბით 20 ბენეფიციარი ოჯახი საკვებით მოამარაგა.
ქართული "საკვების ბანკი" სრულად იზიარებს მსოფლიოს საკვები ბანკების კონცეფციას და ბენეფიციარებს არა ფულადი სახის, არამედ უშუალოდ საკვები პროდუქტებით დახმარებას სთავაზობს.

მისია

Food Bank-ის მისიაა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. საქველმოქმედო საქმეში ჩართოს მეტი პარტნიორი და მოხალისე, რათა საერთო ძალებით დავამარცხოთ ერთ-ერთი დიდი პრობლემა - შიმშილი!

მიზანი

Food Bank-ის მიზანი სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს მიღმა მყოფი პირებისა და ოჯახების უზრუნველყოფაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს