Login

QQQ

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

HOME Beneficiaries

Beneficiaries

ლია კ
ლიას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მათგან ორი შშმ პირია, I ჯგუფის ინვალიდი - აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა და მეტყველების პრობლემა. ლიასთან ერთად ცხოვრობენ მისი დედამთილი და მამამთილი, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საჭიროებენ მოვლას, რაზეც თავად ლია ზრუნავს. მეუღლე არ არის მუდმივად დასაქმებული და მუშაობს მხოლოდ დროებით, როგორც მუშა, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს პენსიით ფარავს, ხოლო ერთადერთი შემოსავალი, რომელიც მათ ყოველდღიური საჭიროებებისთვის რჩებათ, სოციალური დახმარებაა. არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
მაგდა პ
მაგდა არის მარტოხელა დედა და ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია. საცხოვრებელი ფართი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მაგდა ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავს. ოჯახის უფროსი გოგონა ღამის სმენაში მუშაობს, რათა შეძლოს საკუთარი სწავლის დაფინანსება და ოჯახს ნაწილობრივ დაეხმაროს. მიუხედავად ამისა, ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
სალომე კ
სალომე არის მარტოხელა დედა და ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი, მათგან ერთი შშმ პირია, I ჯგუფის ინვალიდი - აქვს გონებრივი ჩამორჩენა და ეპილეფსია. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავს, რაც მათი ერთადერთი შემოსავალია. მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით, რათა შეძლონ ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.
ანი ჯ
ანას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავს, რაც მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუდმივ მუშაობას, ხოლო ანა პერიოდულად მუშაობს დამლაგებლად, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი მისამართის ცვლილების გამო, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა.
ნინო ნ
ნინოს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის ნაწილს აფინანსებს მერია, ხოლო დანარჩენს სოციალური დახმარებით ფარავენ, რაც მათი ერთადერთი შემოსავალია. ნინო არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი - აქვს ეპილეფსია და ხშირი შეტევები, რის გამოც მეუღლე ვერ ახერხებს სრულფასოვნად მუშაობას. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, თუმცა არსებული რესურსები არ არის საკმარისი მათი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა.
კრისტინე ელ
კრისტინე არის მარტოხელა დედა და ჰყავს სამი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავს. კრისტინე მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად, თუმცა არის რეზერვში დასაქმებული თანამშრომელი, რის გამოც მისი შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი მისამართის ცვლილების გამო, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას. მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
სოფიკო მ
სოფიკოს ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, თუმცა მძიმე სოციალური პირობების გამო მათგან ორი თავად ზრდის, ერთი შვილი ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს, ხოლო ერთი - მინდობით აღზრდაში იმყოფება. სოფიკოსთან ერთად ცხოვრობენ მისი დედა და ძმა; სამივე შშმ პირია და აქვთ II ჯგუფის ინვალიდობა. ოჯახის სოციალური დახმარება მისამართის ცვლილების გამო შეჩერებულია. ქირის ნაწილს აფინანსებს მერია, დანარჩენს კი შშმ პირთა პენსიით ფარავენ, თუმცა პენსიაზე არსებული კრედიტის გამო რეალურად მხოლოდ ნახევარ თანხას იღებენ. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, მაგრამ არსებული რესურსები მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა.
სოფიო შ
სოფიო არის მარტოხელა დედა და ჰყავს ორი შვილი, მათგან ერთი არასრულწლოვანია და არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი, განვითარების ჩამორჩენით. ოჯახი ცხოვრობს საპატრიარქოს თავშესაფარში. სოფიოსთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილი, რძალი და ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი.ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა - ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, ხოლო სოფიოს ვაჟი მუშაობს მხოლოდ დროებით, როგორც მუშა, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, მათი ყოველდღიური საჭიროებები სრულად ვერ კმაყოფილდება. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა.
ეკატერინე ელ
ეკატერინეს ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი დედაც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მოვლას საჭიროებს, რაზეც ეკატერინე ზრუნავს. ოჯახის ძირითადი და ფაქტობრივად ერთადერთი შემოსავალი ეკატერინეს ხელფასია, რადგან მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, მათი ყოველდღიური საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება მაინც რთულია. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ცხოვრების აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
ქეთევან ქ
ქეთევანი ცხოვრობს შვილთან, რძალთან და სამ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ქეთევანის რძლის ხელფასი და ქეთევანის პენსიაა. ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და ყოველთვიური გადასახადის დაფარვა არსებული შემოსავლით უწევთ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თავად ქეთევანს ხერხემლის მძიმე პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და უმეტეს დროს საწოლში ატარებს. მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად.
სულ: 235

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს