Login

QQQ

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

HOME Terms And Conditions

Terms And Conditions

ვებგვერდის მოხმარების წესები და პირობები

გთხოვთ ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს(შემდეგში "წესები და პირობები").

"წესებითა და პირობებით" განსაზღვრულია ააიპ Hსაქველმოქმედო ფონდი საკვების ბანკი"-ს(შემდგომში "საკვების ბანკი", "ჩვენ") ვებგვერდით სარგებლობის პირობები.ააიპ "საქველმოქმედო ფონდი საკვების ბანკი" არის საქართველოში რეგისტრირებული, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო ნომრით - 404572440.

"საკვების ბანკი" წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც აწვდის საკვებ პროდუქტებს გაჭირვებულ ოჯახებს(შემდგომში "ბენეფიციარი" ან "ბენეფიციარები"),ბენეფიციარების დახმარება ხორციელდება ვებგვერდზე დარეგისტრირებული დონორებისაგან(შემდგომში "დონორი", "დონორები") მიღებული შემოწირულობით.

ვებ.გვერდის გამოყენებით, ისევე, როგორც დონორად რეგისტრაციითა და/ან "საკვების ბანკი"-ს ოჯახებისათვის შემოწირულების გაკეთებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაიცავთ წინამდებარე "წესებსა და პირობებს". ონლაინ საბანკო ტრანზაქციის განხორციელებით/განხორციელებაზე თანხმობით ადასტურებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ გაქვთ ასეთი ქმედების განხორციელების იურიდიული ქმედუნარიანობა. იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდს იყენებთ და/ან შემოწირულობას ახორციელებთ იურიდიული პირის სახელით,  თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ გაქვთ უფლებამოსილება იმოქედოთ და "წესებსა და პირობებზე" თანხმობა გამოთქვათ აღნიშნული იურიდიული პირის სახელით.

დონაციის განხორციელებით დონორი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ გაღებული დახმარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მითითებული იქნას "საკვების ბანკის" ყოველთვიურ და ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშში(რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ), ხოლო ანონიმური დონაციის განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია მიეთითება დონორის სახელისა და გვარის დაფარვით, მისი ინიციალების მითითებით(როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის შემთხვევაში).

თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებასა და გამჟღავნებაზე ვრცელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

"წესებსა და პირობებზე" თანხმობა გულისხმობს მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებაზე თანხმობის გამოხატვას, განახლებული "წესები და პირობები" ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე. არსებითი ცვლილება ძალაში შედის თქვენს ელ.ფოსტაზე ცვლილების შესახებ შეტყობინების შემდეგ.

"წესებისა და პირობების" რომელიმე პუნქტის/მუხლის ბათილობა არ იწვევს სხვა პუნქტ(ებ)ის/მუხლ(ებ)ის ბათილობას.

თუ არ გსურთ შეიზღუდოთ წესებითა და პირობებით, გთხოვთ არ ისარგებლოთ ვებგვერდით და/ან არ დარეგისტრირდეთ დონორად/არ განახორციელოეთ შემოწირულობა.

1. ინფორმაცია "საკვების ბანკი"-ს შესახებ

  • 1.1  ჩვენი მონაცემებია:
  • საფირმო სახელწოდება: საქველმოქმედო ფონდი საკვების ბანკი
  • სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი: 404572440
  • მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას II შეს., N2
  • ელ.ფოსტა: contact@foodbank.ge

2. რეგისტრაცია

  • შემოწირულობის განხორციელებისათვის აუცილებელია პირი ვებგვერდზე დარეგისტრირდეს დონორად. დონორის მიერ დონაციის განხორციელება ხდება მხოლოდ საკრედიტო ბარათის მონაცემების მითითებისა და დასახმარებელი ოჯახების რაოდენობის არჩევის შემდეგ.
  • ვებგვერდზე დონორად რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის შემდეგი პროცედურის დაცვით:
    •  ფიზიკური პირი რეგისტრაციისათვის ვებგვერდზე ავსებს შემდეგ პირად ინფორმაციას: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციისათვის აუცილებელია, რომ ფიზიკური პირი იყოს 18 წლის ასაკს მიღწული პირი.
    • იურიდიული პირი ვებგვერდზე ასახავს შემდეგ ინფორმაციას: კომპანიის საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის სახელი და  გვარი, ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი.
  • დონორი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაცის სიზუსტეზე, სისრულესა და განახლებული/უახლესი ინფორმაციის მიწოდებაზე.
  • რეგისტრაციის პროცესში დონორს შეუძლია გამოხატოს დონაციის ანონიმურად განხორციელების სურვილი, რაც გულისხმობს დონორის ვინაობის დაფარვის შესაძლებლობას. ანონიმური დონორის შესახებ ინფორმაცია როგორც მარკეტინგული მიზნებისათვის, ისე საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში ასახვის მიზნით არის დაფარული(მოცემულია ინიციალებით) და შესაძლებელია გამჟაღვნდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის გადაცემის მიზნით/მათი მოთხოვნით და/ან "საკვების ბანკი"-ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი დონორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
  • დონორი ვალდებულია არ დაუშვას მესამე პირების წვდომა მის ანგარიშთან, არ გაუაზიაროს მესამე პირებს ანგარიშის პაროლი და/ან სხვა დეტალები. დონორის ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება დონორს.
  •  თუ დონორისათვის ცნობილი გახდება მესამე პირის/არაავტორიზებული პირის მიერ მის ანგარიშთან წვდომის ფაქტის შესახებ, ან ნებისმიერი გზით უსაფრთხოების დარღვევის შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ შეატყობინოს "საკვებ ბანკს".
  • დონორი ვალდებულია, მისი ანგარიშის ნებისმიერი მონაცემის ცვლილებისას, ცვლილება ასახოს დაუყოვნებლივ.
  • ანგარიშის შექმნით დონორი ადასტურებს, რომ მას გააჩნია ყველანაირი  უფლებამოსილება, დადოს ხელშეკრულება "საკვებ ბანკთან" და თანახმაა საკუთარი სურვილით, ანგარიშის შექმნიდან მის გაუქმებამდე ყოველთვიურად დაეხმაროს ბენეფიციარებს.
  • "საკვების ბანკი"  უფლებამოსილია ნებისმიერი მიზეზით და ნებისმიერ შემთხვევაში შეუზღუდოს ბენეფიციარს ანგარიშთან წვდომა, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ბენეფიციარის ანგარიშთან წვდომა, ასევე შეუზღუდოს დონორს ანგარიშთან წვდომის სამომავლო შესაძლებლობა. დასახელებული უფლებამოსილება  საკვებ ბანკს აქვს მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ  დონორი მიაწვდის მას არაზუსტ, არასრულ ან განუახლებელ ინფორმაციას, ან თუ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დონორის მიერ ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაცია არის არაზუსტი, არასრული ან არ არის განახლებული, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დონორი დაარღვევს მესამე პირის უფლებებს, ან დაფიქსირდება დონორის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ფაქტი.
  • "საკვების ბანკი" რეაგირებას მოახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ნებისმიერი სახის დარღვევის ყველა შესაძლო შეტყობინებაზე და უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ნებისმიერი ურთოერთობა დონორთან მათ შორის განახორციელოს სისტემაში დამრღვევი მხარის პირადი ანგარიშის გაუქმება/დაბლოკვა. "საკვების ბანკი" უფლებამოსილია დაუკავშირდეს დონორს, დონორის ნებისმიერ საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც იგი უზიარებს "საკვებ ბანკს" ვებგვერდზე რეგისტრაციისას ან ნებისმიერი სხვა მეთოდით  "საკვების ბანკი"-ს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას.

3. დახმარების პირობები

  • "საკვების ბანკი" იყენებს დონორების შემოწირულობებს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისათვის.
  • შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია მინიმუმ 1(ერთი) ოჯახის დასახმარებელი კალათის  ღირებულებით, ყოველთვიურად დახმარების გზით.
  • დასახმარებელ კალათაში არსებული პროდუქტების ჩამონათვალი, მათი რაოდენობებისა და ღირებულების მითითებით მოცემულია ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება პროდუქციის ხარჯები, საკურიერო სერვისის ღირებულება და/ან ოჯახებისათვის პროდუქციის დახარისხებისა და მიწოდების პროცესში არსებული ნებისმიერი ხარჯი, ავტომატურად გაიზრდება კალათის ღირებულებაც, განახლებული ღირებულება ყოველ ასეთ ჯერზე მოცემული იქნება ვებგვერდზე. შესაბამისად. დონორს ყოველთვიურად საკრედიტო ბარათიდან ჩამოეჭრება კალათის კონკრეტული თვის ღირებულება, მის მიერ არჩეული ოჯახების რაოდენობის მიხედვით.
  •  "საკვების ბანკი" დონორებისაგან მიღებული ფინანსური შემოწირულობით ეხმარება მის ბაზაში არსებულ ბენეფიციარ ოჯახებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე.
  • ბენეფიციარი ოჯახების არჩევა ხდება გაჭირვებული ოჯახებიდან უპირატესობის მინიჭებისას მხედველობაში მიიღება ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი პირობები, მათი ფინანსური შემოსავალი, არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა და ა.შ.
  • საკვების ბანკის ბენეფიციარი ოჯახების რაოდენობა, ისევე, როგორც მათ გარკვეულ ნაწილზე(მათივე თანხმობით) ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე. ბენეფიციარების რაოდენობა იზრდება და/ან მცირდება დონორებისა და მათი შემოწირულობის გაზრდის/შემცირების პროპორციულად.
  • ბენეფიციარი ოჯახის ჩანაცვლება და/ან ოჯახის დამატება ბენეფიციართა სიაში წარმოებს "საკვების ბანკი"-ს დასახმარებელი ოჯახების სარეზერვო სიიდან.
  • ბენეფიციარი ოჯახების დახმარება გულისხმობს მათი საკვები პროდუქტებით მომარაგებას შემდეგი საფეხურების გავლით:
    • დონორებისაგან ფინანსური შემოწირულობის მიღება.
    • საკვების შეძენა სადისტრიბუციო ფასებში.
    • საკვების დახარისხება.
    • საკვებისგანაწილება ოჯახებში.
  • საკვები პროდუქტების შეძენა, დახარისხება და ოჯახებისათვის მიწოდება ხორციელდება "საკვების ბანკი"-ს ორგანიზებით, რომელიც იყენებს მესამე პირ(ებ)ის მომსახურებას, ასეთი მომსახურებ(ებ)ის ხარჯები(შემდგომში "ადმინისტრაციული ხარჯები") შედის თითოეული ოჯახისათვის განსაზღვრული კალათის ღირებულებაში.
  • "საკვების ბანკი" ოჯახებისათვის პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს საკურიერო სერვისის მეშვეობით. პროდუქციის განაწილება ხდება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის მთელი პერიოდის განმავლობაში. ვინაიდან პროდუქციის მიწოდება ბენეფიციარი ოჯახებისათვის დამოკიდებულია როგორც მათ ხელმისაწვდომობაზე, ისე საკურიერო მომსახურებაზე, "საკვების ბანკი" შეზღუდული არ არის თვის რომელიმე კონრეტულ თარიღში საკვები პროდუქციის მიწოდების ვალდებულებით.
  • იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში  ბენეფიციარი ოჯახისათვის პროდუქციის მიწოდება ვერ ხდება მესამე პირების მომსახურების შეფერხების და/ან ოჯახის მიზეზით, პროდუქციის მიწოდება მოხდება არაუგვიანეს მომდევნო თვის დასაწყისისა, ხოლო თუ ბენეფიციარი ოჯახის მიზეზით აღნიშნულიც შეუძლებელია, ბენეფიციარ ოჯახს დაუკავშირდება "საკვების ბანკი"-ს წარმომადგენელი და დახმარების მიღების შემაფერხებელი გარემოებების დადგენის შემდეგ, ბენეფიციარი ოჯახი ჩანაცვლდება სარეზერვო ბაზაში არსებული, დახმარების საჭიროების მქონე ოჯახით.
  • დონორს შესაძლებლობა აქვს ყოველთვიურად შეცვალოს მის მიერ დასახმარებელი ბენიფიციარი ოჯახების რაოდენობა და/ან გააუქმოს ანგარიში, იმისათვის, რომ შეწყვიტოს დონაციის პროცესი.
  • ფინანსური ანგარიშგებების, ხარჯებისა და შემოსული შემოწირულობების ყოველთვიური, ისევე, როგორც ყოველწლიური რეპორტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

4. ანგარიშსწორება და გადახდის პირობები

  • დონორი ვებგვერდზე რეგისტრაციით, საკრედიტო ბარათის მონაცემების ასახვისა და ყოველთვიურად ანგარიშიდან არჩეული შემოწირულობის თანხის ჩამოჭრაზე თანხმობით, ადასტურებს და ეთანხმება გადახდის პირობებს.
  • გადახდა ხორციელდება დონორის მიერ მითითებული საკრედიტო ბარათიდან ავტომატურად ყოველთვიურად თანხის ჩამოჭრის გზით. დონორი ვალდებულია მიუთითოს მოქმედი/ვალიდური საკრედიტო ბარათის მონაცემები. მომსახურების გამწევი გადახდის განსახორციელებლად იყენებს მესამე პირს - გადახდის მომსახურების პროვაიდერს. გადახდის მომსახურების პროვაიდერი გადახდის ინფორმაციას ამუშავებს საკუთარი წესებისა და პირობების მიხედვით.
  • თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ვებგვერდის გამოყენების მიზნით თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არის სწორი, რომ გაქვთ უფლება განახორციელოთ გადარიცხვა/თანხმობა გამოთქვათ თანხის ჩამოჭრაზე/ბარათის მონაცემების შეყვანაზე და გაქვთ საკმარისი ბალანსი/რესურსი შემოწირულობის განსახორციელებლად.
  • ვებგვერდზე ერთჯერადი დახმარების განხორციელება არ არის შესაძლებელი, შესაბამისად დონორს ყოველთვიურად ჩამოეჭრება დონორის მიერ არჩეული დასახმარებელი ოჯახების რაოდენობის მიხედვით კალათ(ებ)ის ღირებულების შესაბამისი თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სურს შეწყვიტოს დონაცია, იგი ვალდებულია გააუქმოს მისი პირადი  ანგარიში ვებგვერდზე.
  • პირს საკვების ბანკის დონორის სტატუსი აქვს და შესაბამისად ყოველთვიურად მისი ანგარიშიდან ხორციელდება შემოწირულობის ჩამოჭრა მანამ, სანამ პირი არ გააუქმებს ანგარიშს.
  • ვებგვერდზე დონორად დარეგისტრირება და  ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხორციელდება რეგისტრაციის მომდევნო თვიდან. თანხის ჩამოჭრა განხორციელდება ყოველი თვის  01 რიცხვში. იმ შემთხვევაში თუ თვის პირველი რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს, თანხის ჩამოჭრა განხორციელდება პირველივე მომდევნო სამუშაო დღეს.
  • იმ შემთხვევაში, თუ დონორის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა შეუძლებელია, "საკვების ბანკი"-ს წარმომადგენელი უკავშირდება დონორს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ  ტელეფონის ნომერზე და/ან ელ.ფოსტაზე და ატყობინებს თანხის ჩამოჭრის შეუძლებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დონორი არ ამყარებს უკუკავშირს საკვების ბანკის წარმომადგენელთან და/ან გამოთქვამს დახმარების შეწყვეტის სურვილს, "საკვების ბანკი"-ს ადმინისტრაციის მიერ მოხდება აღნიშნული დონორის ანგარიშის მოქმედების შეჩერება, ანგარიშის გაუქმებას დონორი უზრუნველყოფს დამოუკიდებლად, ვებგვერდის მეშვეობით, მისი პირადი ანგარიშის მონაცემების გაუქმების გზით.
  • იმ შემთხვევაში, თუ დონორი აუქმებს ანგარიშს მისი საკრედიტო ბარათიდან შესაბამისი თვის შემოწირულობის თანხის ჩამოჭრის შემდეგ, უკვე გაღებული შემოწირულობის თანხის დაბრუნება არ ხდება.

5. პასუხისმგებლობა

    • "საკვების ბანკი" არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ აღებული რომელიმე ვალდებულებ(ებ)ის შესრულების ვადის გადაცილებისათვის და/ან შეუსრულებლობისთვის, რომელიც დადგა:
  • დონორის მიერ მისი ვალდებულებების დარღვევის/შეუსრულებლობის შედეგად;
  • ფორსმაჟორული გარემოების, მათ შორის ნებისმიერი ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც არის ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა.
    • "საკვების ბანკი" პასუხს არ აგებს ვებგვერდის დროებითი შეფერხებებისათვის/შემოწირულობის განხორციელების შეუძლებლობისათვის.
    • ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში ვუზრუნველვყოფთ ქველმოქმედების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, თუმცა არ ვიძლევით გარანტიას ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის/შეფერხების თავიდან აცილებაზე.
    • შესაძლებლობის ფარგლებში დავიცავთ ვებგვერდზე მომხმარებლების/დონორების ნავიგაციას, თუმცა პასუხისმგებლობას არ ვიღებთ არანაირ არაავტორიზებული და/ან თაღლითური წვდომით გამოწვეულ დანაკარგზე, იმ პირობებში, როცა ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების  ყველა შესაძლო ზომა იქნა მიღებული.
    • ჩვენი პლატფორმა შესაძლოა შეიცავდეს ლინკებს, რომლებიც ამისამართებს სხვა ვებგვერდებზე, ასეთი წვდომის შინაარზე და/ან მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება "საკვებ ბანკს".
    • "საკვების ბანკი" არ არის პასუხისმგებელი დონორის არანაირი შემოსავლისა და მოგების დაკარგვაზე, ან არაპირდაპირ, შემთხვევით, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით დამდგარ ზიანზე, ან მონაცემთა დაკარგვით გამოწვეულ ზიანზე, პროდუქციაზე, მის გამოყენებაზე, ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტასა თუ შესყიდვაზე.
    •  "საკვებ ბანკს" არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, თქვენი ან მესამე პირის მიერ მიღებულ შესაძლო დანაკარგსა ან ზიანზე, რომელიც დაკავშირებულია ქველმოქმედების პროცესთან.

6. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

  • "საკვების ბანკი"-ს ან მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება(რომლებიც გულისხმობს, საავტორო და მომიჯნავე უფლებებს) არის მხოლოდ შპს "საკვების ბანკი"-ს და/ან მისი კონტრაქტორების ექსკლუზიური საკუთრება. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება: სავაჭრო ნიშნებზე, მონაცემთა ბაზისა და კატალოგის უფლებებზე, ფოტოებზე, პატენტებზე, სასარგებლო მოდელებზე, დიზაინზე, სავაჭრო საიდუმლოებაზე, სავაჭრო სახელწოდებაზე, "ნოუ ჰაუზე" და სხვა.
  • "საკვების ბანკი" დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას ინტელექტუალური საკუთრების უფლების ყველა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და უფლებამოსილია შეწყვიტოს ნებისმიერი ურთოერთობა დონორთან, მათ შორის განახორციელოს სისტემაში დამრღვევი მხარის პირადი ანგარიშის გაუქმება.

7. დონაციის შეწყვეტა და ანგარიშის გაუქმება

  • წინამდებარე წესები და პირობები არის იურიდიული ძალის მქონე და  მოქმედებს "საკვების ბანკი"ს მიერ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისა და დონორის მიერ შემოწირულობის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე.
  • დონორს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დონაციის განხორციელება.ასეთ შემთხვევაში, დონორის შეუძლია გააუქმოს ანგარიში ვებგვერდის საშუალებით, დონორის პირადი პროფილიდან.
  • "საკვებ ბანკს" შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს საქველმოქმედო საქმიანობა დროებით ან სამუდამოდ.
  • "საკვების ბანკი" უფლებამოსილია გააუქმოს დონორის ანგარიში და/ან უარი თქვას მისთვის მომსახურების გაწევაზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა: ა) დონორი ბოროტად იყენებს "საკვების ბანკი"-ს საქველმოქმედო საქმიანობს ბ) თუ დონორი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის ადგილი აქვს მისი მხრიდან თაღლითობას(ან არსებობს ეჭვი თაღლითობაზე); გ) დონორი არ უზრუნველყოფს შემოწირულობის განსახორციელებლად შესაბამისი თანხის საკრედიტო ბარათზე განთავსებას დ) არღვევს/არ ასრულებს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
  • ანგარიშის გაუქმება გულისხმობს სისტემიდან დონორის ანგარიშის მონაცემების წაშლას.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ანგარიშის გაუქმებამდე არსებული მონაცემები გამოიყენება სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების, ფინანსური დოკუმენტაციის შედგენისა და ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, ისევე, როგორც ააიპ "საკვების ბანკი"-ს მიერ მიღებული შემოწირულობების გათვალისწინებით მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის დაგეგვმის  მიზნით.

8. ცვლილებები და დამატებები

  • "საკვების ბანკი" უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ნებისმიერი სახის ცვლილების და/ან დამატების შემთხვევაში განახლებული წესებისა და პირობების გაცნობა დონორს/ვებგვერდის მომხმარებელს შეეძლება ვებგვერდზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ დონორი არ ეთანხმება წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებასა და/ან დამატებას, აუცილებელია დონორმა გააუქმოს მისი პირადი ანგარიში, რათა აღარ იყოს შებოჭილი წესებითა და პირობებით.
  • იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება და/ან დამატება არის არსებითი ხასიათის, დონორს შეტყობინება გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამასთანავე არსებით ცვლილებად არ განიხილება
  • მომსახურების პირობების რომელიმე დებულების ბათილობა, არ იწვევს სხვა დებულებების/პირობების ბათილობას.

9. კომუნიკაცია

  • დონორის მიერ ანგარიშის შექმნით, დონორი უფლებას რთავს "საკვებ ბანკს" დონორთან კომუნიკაცია აწარმოოს, როგორც ელექტრონული ფოსტით, ისე სატელეფონო ზარებითა და SMS შეტყობინებებით. კომუნიკაცია განხორციელდება იმ საკონტაქტო მონაცემებზე, რომელსაც დონორი მიუთითებს საკუთარი ანგარიშის მონაცემებში. დონორთან კომუნიკაციის მიზანი შეიძლება იყოს: ინფორმაციის მიწოდება(საკრედიტო ბარათზე დონორის მიერ არჩეული შემოწირულობის ოდენობის შესაბამისი თანხის არარსებობის, ქველმოქმედების პროცესის, ანგარიშთან დაკავშირებულ ან სხვა საკითხებზე), მარკეტინგი.
  • საკვების ბანკსაკვების ბანკთუ გვაწვდით მოსაზრებებს ან შენიშვნებს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით, თქვენ გვანიჭებთ უფლებას გამოვიყენოთ მოსაზრებები, შენიშვნები ან კომენტარები ნებისმიერი მიზნისათვის შეზღუდვის ან ანაზღაურების გარეშე, ქველმოქმედების პროცესის გამარტივების/გაუმჯობესებისა და ახალი შესაძლებლობების დანერგვის მიზნით;

10. დაბრუნების პოლიტიკა

  • თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დონაციის განხორციელების შემდეგ, გადახდილი თანხა უკან არ გიბრუნდებათ და მომხმარდება ააიპ "საკვების ბანკი"-ს წინამდებარე წესებსა და პირობებში განსაზღვრულ მიზანს.
  • ააიპ "საკვების ბანკი" არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვაჭრეს, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი.

11. დამატებითი პირობები

  • წინამდებარე მომსახურების პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • "საკვებ ბანკსა" და დონორს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა/უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც დონორს, ისე მომსახურების გამწევს, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის, ან ქველმოქმედების პროცესთან დაკავშირებული აზრის გამოთქმის მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო მონაცემებზე.

12. კონტაქტი

  • გთხოვთ მომსახურების გაწევასთან/პროდუქტის ნასყიდობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდეთ მე-2 მუხლში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს