Login

QQQ

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

HOME Beneficiaries

Beneficiaries

თამარი ხ
თამარი არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის ერთ არასრულწლოვან შვილს. ოჯახი ცხოვრობს ქირით - 5 კვ.მ ფართობის პატარა ოთახში, რომლის ქირას თამარი სოციალური დახმარებით ყოველდღიურად იხდის. რიგის სიმრავლის გამო ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. თამარის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს დახმარებას როგორც სურსათით, ისე ფინანსურად, რათა შეძლონ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება და საცხოვრებელი პირობების შენარჩუნება.
თამარ ნა
თამარი არის მარტოხელა დედა, რომელიც მარტო ზრდის ოთხ არასრულწლოვან შვილს. იგი მუშაობს სკოლის ბუფეტში და მიღებული მცირე ხელფასით ცდილობს ოჯახისთვის ყველაზე აუცილებლის უზრუნველყოფას - ქირის გადახდას და ბავშვების ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. თამარი და მისი შვილები ყოველდღიურად სარგებლობენ უფასო სასადილოთი, რაც მათთვის გადარჩენის მთავარი იმედია. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით."
ირმა ბ
ირმა არის მარტოხელა დედა. იგი ცხოვრობს შვილთან და ორ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ირმა ვერ ახერხებს მუშაობას. მისი შვილი მუშაობს მოლარედ, თუმცა მხოლოდ რეზერვშია - მუშაობს მაშინ, როცა მას გამოიძახებენ. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის გამო. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
აიდა ბ
აიდა არის მარტოხელა დედა. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი. აქვს განვითარების შეზღუდვა. ოჯახი ცხოვროს ქირით, რომელსაც უხდის მერია. მისამართის ცვლილების გამო ვერ სარგებლობენ სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნატო ი
ნატოს ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე მუშაობს ცეხში მუშად და მათი საარსებო თანხა არის მისი ხელფასი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახი საჭიროებს დახმარებას საკვებით.
თინათინ გ
თინათინი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 6 შვილი, მათგან 5 არის არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. თინათინის უფროსი შვილი მუშაობს კონსულტანტად და მათი საარსებო თანხა არის შვილის ხელფასი. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ნინო ხ
ნინოს ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
მარიამ ა
მარიამი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. მარიამი ვერ მუშაობს, რადგან არ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი არავინ. დიდი რიგის გამო ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახს ჭირდება დახმარება საკვებით.
ნინო წ
ნინოს ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც არ აქვს სტაბილური სამსახური. მოთხოვნის შემთხვევაში მუშაობს მუშად მშენებლობაზე. მათი ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება, რომლის დახმარებითაც იხდიან ქირას. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ბელა მ
ბელას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ბელა მუშაობს ბაღში და ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის მისი ხელფასი. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს