შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ნინო ფ
ნინო არის მარტოხელა დედა. ჰყავს 5 შვილი, მათგან 4 არის არასრულწლოვანი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც უხდის მერია. ნინოს ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და უფასო სასადილო. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით
ნინო ა.
ნინო არის მარტოხელა დედა. ჰყავს 20 წლის შვილი, რომელიც არის შშმ პირი, აქვს მეხსიერების პრობლემა. ოჯახი ცხოვრობს ქირით. ნინოს ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სასადილოთი ვერ სარგებლობს რიგის გამო. საჭიროებს დახმარებას საკვებით და თანხით.
მარინა მ
მარინას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე მუშაობს ძაღლების თავშესაფარში, სადაც აქვს მინიმალური ხელფასი . ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. იმის გამო, რომ ჩაწერილები არიან სხვა ქალაქში, უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ნინო მ
ნინო არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით. მისამართის ცვლილების გამო შეუჩერეს სოციალური დახმარება და უფასო სასადილო. არ იცის ქირას როგორ გადაიხდის. ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ევა მ
ევას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მტვირთავად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ძალიან პატარა(დაახ.20კვ.მ.) სახლში, რომელიც ააშენეს თვითონ და გაფორმებული არ აქვთ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება.
ნინო ტ
ნინო არის მარტოხელა დედა. ჰყავს 5 შვილი, მათგან 4 არის არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი, მისამართის ცვლილების გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ლია ლ
ლიას ჰყავს 1 არასრულწლოვან შვილი, რომელის არის I ჯგუფის ინვალიდი. აქვს მე-4 ხარისხის სმენის დაქვეითება და განვითარების შეყოვნება. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. მათი ძირითადი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ქეთევან ბ
ქეთევანი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 შვილი, მათგან 2 არის არასრულწლოვანი. დროებით, ცხოვრობენ ახლობლის ბინაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ხათუნა ქ
ხათუნა არის მარტოხელა დედა. ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ობლობის პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
შორენა კ
შორენა არის 3 შვილის დედა, მათგან 2 არის არასრულწლოვანი. შორენას მეუღლე მუშაობს მუშად, რითიც იხდიან ბინის ქირას. სოციალური მოუხსნეს მისამართის ცვლილების გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს