შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

თეა დ
თეა არის მარტოხელა, 4 შვილის დედა, აქედან 3 არასრულწლოვანი. ცხოვრობენ გასარემონტებელ სახლში. თეას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ვერ მუშაობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
თამარ ჭ
თამარს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი. აქვს სიელმე, თანდაყოლილი გულის მანკი, გულის ძგიდის დეფექტი და მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა, რის გამოც უჭირს სიარული. მეუღლე მუშაობს მუშად, რომლის ხელფასითაც იხდის ქირას. სოციალური დახმარება არ აქვს, მისამართის ცვლილების გამო. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
გიული ს
გიული არის მარტოხელა დედა, ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. პატარა ბიჭს აქვს მეტყველების პრობლემა. რამდენიმე თვის წინ დაეღუპა 25 წლის გოგონა, რომლის დაკრძალაშიც დაეხმარნენ მამაოები. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
ეკა დ
ეკა არის 6 არასრულწლოვანი შვილის დედა. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, აქვს განვითარების ეტაპების შეყოვნება. ეკა უვლის მის დას, რომელიც არის შშმ პირი. ავარიის შემდეგ ვერ გადაადგილდება. ეკას მეუღლეს არ აქვს თირკმელი და ვერ მუშაობს ჯანმრთელობის მდგონარეობის გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით
თამარ ჯ
თამარი არის მარტოხელა ქალი. ცხოვრობს ყოფილ ნანგრევებში, რომელიც თვითონ ააშენა ნელ-ნელა. აქვს გულის მანკი და გადატანილი აქვს ინფარქტი. თამარის ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით.
ზაალ კ
ზაალი არის შშმ პირი, აქვს გონებრივი განვითარების შეზღუდვა. ზაალი ცხოვრობს ასევე შშმ პირ დედასთან ერთად. ზაალის დედას აქვს მხედველობის პრობლემა და უჭირს გადაადგილება. საკვებით ეხმარებიან მეზობლები. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის ზაალის დედის პენსია. შესახლებული არიან ბაღის შენობაში. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამარი წ
თამარი არის მარტოხელა დედა, ჰყავს 1 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. შაბათ-კვირას ალაგებს სახლებს. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს რიგის გამო. ესაჭიროება დახმარება საკვებით.
შორენა ს
შორენა არის მარტოხელა დედა, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. სახლს არ აქვს ფანჯრები, ხოლო კედლებზე არის ღრმა ბზარები, საიდანაც ზაფხულში გველები შედიან. თამარი უვლის მის შშმ პირ დედას, რომელიც არის ჩაწოლილი და აქვს მხედველობის პრობლემა. შორენა არის II ჯგუფის ინვალიდი, აქვს გულის მანკი, თირკმლის პრობლემები და ფილტვები გახსნილი აქვს მხოლოდ 5%, რის გამოც უჭირს სუნთქვა. ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით.
მარიამ მ
მარიამი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. მარიამს არ ჰყავს არავინ დახმარე, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
მაია ბ
მაია არის მარტოხელა ქალი. 1 ჯგუფი ინვალიდი. აქვს გონებრივი ჩამორჩენა. ცხოვრობს მის მიერ გამოგონილ სამყაროში. არ აქვს არანაირი შემოსავალი, შშმ პირის პენსიის გარდა, რომელიც 2 თვის წინ დაენიშნა. 1 წლის წინ დაეწვა სახლი და დღემდე ცხოვრობს დამწვარ სახლში. მისი ერთადერთი შემოსავალია პენსია. ესაჭიროება დახმარება საკვებით

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს