შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ხატია ქ
ხატია არის 3 შვილის დედა. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საცხოვრებელი სახლი არის ბანკში ჩადებული და ადევს ყადაღა, უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო.
ხათუნა ლ
ნინო არის 10შვილის დედა, აქედან 6 არის არასრულწლოვანი. ნინოსთან ცხოვრობს მისი 2 შვიკი, რომლებიც არიან მარტოხელა დედები. ცხოვრობენ ქირით და ქირას იხდიან სოციალური დახმარებით. ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა არ შეუძლია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება,
ნინო ლ
ნინო არის 4 შვილის დედა, მათგან 2 არასრულწლოვანი. უმცროსს ბავშვი ჰყავს შშმ პირი. აქვს განვითარების შეფერხება, ექიმები ვარაუდობენ რომ არის აუტიზმი. მეუღლეს აქვს არასტაილური სამსახური, მუშაობს მუშად მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო.
ლია მ
ლია არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 შვილი, მათგან 2 არასრულწლოვანი. ცხოვრობს ქირით და იხდიან სოციალური დახმარებით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ია ხ
ია არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრლუწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ოჯახის ერთაერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით
სალომე ჯ.
სალომე არის მარტოხელა დედა, ჰყავს 3 შვილი: 2 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი. გაშორებულია ქმარს და ცხოვრობს დედამისთან ერთად 1 ვიწრო ოთახში ქირით, სადაც საპირფარეშო საერთო აქვთ და აბაზანა საერთოდ არ აქვს ბინას. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ქირას იხდიან სოციალური დახმარებით.
ლიდია მ.
ლიდია არის მარტოხელა დედა. ჰყავს შშმ პირი შვილი. ცხოვრობენ ქირით, რომლის თანხასაც სრულად უხდის მერია.ბავშვი არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს სმენა დაქვეითებული და 0% მხედველობა, ასევე რთული სქოლიაზი და ქონდრის კაცის დიაგნოზი. შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია.
მანანა კ.
ცხოვრობს ქირით. სახლში არის 2 შშმ პირი. მანანას დედა რომელსაც არ აქვს კიდურები და გადაადგილდება ეტლით, და აქვს 0%-იანი მხედველობა. ასევე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჰყავს შშმ პირი შვილი რომელიც არის 2 ჯგუფის ინვალიდი, ბავშვობიდან აქვს განვითარების გონებრივი ჩამორჩენა. მანანასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუშაობს საავადმყოფოში დამლაგებლად და ხელფასი აქვს 320 ლარი. რის გამოც მოუხსნეს სოციალური დახმარება. დედამისს არ ანიჭებენ შშმ პირის სტატუსს სახელმწიფო.
თამარ ბ.
მარტოხელა დედა, 5 მცირეწლოვანი შვილით, არის მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად. თბილისიდან რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად. რეგისტრირებული არის თბილისში, ამის გამო რუსთავის მერიამ უარი უთხრა მრავალშვილიანობისა და უფასო სასადილოს დახამრებაზე. ქირას იხდის სოციალურით და საჭიროებს საკვებითა და თანხით დახმარებას.
ეკატერინე მ.
ოჯახი ცხოვრობს ქირით. ჰყავთ 3 შვილი, მათგან 2 არასრულწოვანია. მეუღლე მუშაობს მუშად, როცა გამოუჩნდება დღიური საქმე. ძირითადი შემოსავალი არის მაინც სოციალური დახმარება. სასადილოთი ვერ სარგებლობენ, დიდი რიგის გამო.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს