შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ლალი ქ.
ოჯახში არიან მხოლოდ ლალი და მისი 82წლის მეუღლე. არიან მარტოხელები, გარდაცვლილი ჰყავთ 24 წლის შვილი. არიან სოც. დაუცველები. ლალი არის 2 ჯგუფის ინვალიდი, აქვს ეპილეფსია. კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ფსიქიატრიულში. ლალის მეუღლემ გადაიტანა ინსულტი და ნახევრად ჩაწოლილია. მის სახელზე აქვთ საპენსიო სესხი აღებული, რის გამოც მეუღლის პენსიას იღებენ მხოლოდ 180 ლარს. სარგებლობენ სასადილოთი და სრულად არიან დამოკიდებულები სოციალურზე.
ია მ.
მარტოხელა დედა 2 შვილით. ბინა სადაც ცხოვრობს არის უფროსი შვილის, რომელიც ჰყავს 1 მეუღლისგან და ამ ბინის დაცლას სთხოვს შვილი. უფასო სასადილოში ჩაწერილია მაგრამ არ მოუწია რიგმა რამდენიმე თვეა. მუშაობს ბაღი აღმზრდელის თანაშემწედ და ხელფასი აქვს 320 ლარი. მათ შემოსავალი არის სოციალური დახამრება და იას ხელფასი
რომეო ს.
ოჯახი ცხოვრობს ქირით. ჰყავთ 6 არასრულწლოვანი შვილი და მათი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია. რომეო არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს კიდურების პარაპლია და პოლინეიროპათია. სარგებლობენ უფასო სასადილოთი, რაც არის ოჯახის ძირითადი ყოველდღიური საკვები.
ნინო ბ.
ნინოს სახლი უყიდა იავნანას ფონდმა 5 წლის წინ. 3 ოთახიან სახლში ცხოვრობენ 8 არასრულწლოვან შვილთან ერთად. მეუღლე ჰყავს ტრამვირებული, ფეხზე აქვს პრობლემა და ვერ მუშაობს. ნინო დადის ხოლმე დალაგებებზე როც აურეკავენ. დამოკიდებულები არიან სოციალურზე და უფასო სასადილოზე
ანჟელა გ.
ანჟელა არის მარტოხელა 3 შვილის დედა, რომლის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და მრავალშვილიანობის პენსია, საიდანაც ყოველთვე 220 ლარს ამატებს ქირის თანხას დანარჩენს უხდის მერია. მისი ბინა ჯამში 20კვ.მ შეადგენს, სადაც აქვთ საძინებელიც, სამზარეულოც, საპირფარეშოც. საჭიროებს დახმარებას საკვებით. უფასო სასადილო გაუუქმეს, რადგან 1 კვირა ვერ შეძლო მისვლა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
თეონა გ.
ცხოვრობენ ქირით. თეონას მეუღლე მუშაობს ხოლმე მუშად, სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვთ. სოციალურს ვერ ავსებენ რადგან ხშირად იცვლიან მისამართს. ძალიან საჭიროებენ საკვებით დახმარებას.
თეკლე ჯ.
იძულებით არიან შესახლებულები კორპუსში. 2 გასარემონტებელ ოთახში ცხოვრობს 11 ადამიანი. 6 არასრულწლოვანი ბავშვი და 5 ზრდასრული. თეკლეს მული, რომელიც დაშორებულია ქმარს ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მათთან ერთად. ოჯახში მუშაობს მხოლოდ დედამთილი ბაზარში. თეკლეს მეუღლე მუშაობს დღიურად მუშად, როცა დაურეკავენ ხოლმე. საჭიროებენ საკვებით დახმარებას.
ეკატერინე მ.
ეკატერინე არის მარტოხელა დედა, ცხოვრობს ქირით. სოციალური დახმარება მოუხსნეს წინა თვეში მისამართის ცვლილების გამო და დარჩენილები არიან მთავარი შემოსავლის გარეშე. მათი ახლანდელი შემოსავალი არის ეკატერინეს 18 წლის ბიჭის ხელფასი 225 ლარი. ოჯახს ჭირდება დახმარება საკვებითა და თანხით.
ლენა ფ.
ოჯახი ცხოვრობს ქირით 1 ოთახიან ბინაში. ლენას მეუღლე მუშაობს მუშად. ძირითადი შემოსავალი არის მაინც სოციალური და მრავლშვილიანობის დახმარებები. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ, რიგში დგანან უკვე დიდი ხანია.
თეა პ.
თეა არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის 3 შვილს. პატარა ბიჭი არის შშმ პირი, აქვს განვითარების პრობლემა. დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და უფასო სასადილოზე. იძულებით არიან ყოფილ ლაბორატორიაში შესახლებულები.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს