"თამთას ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია.. მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სტაბილურ სამსახურში მუშაობას - მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა დროებით დახმარება სჭირდებათ. ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოასახლეს და ახლა ნათესავთან ცხოვრობენ, დროებით თავშესაფრად.
ისინი ვერ სარგებლობენ სასადილოთი რიგის გამო, ხოლო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური დახმარებაა."