შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

თამარი ხ
თამარი არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის ერთ არასრულწლოვან შვილს. ოჯახი ცხოვრობს ქირით - 5 კვ.მ ფართობის პატარა ოთახში, რომლის ქირას თამარი სოციალური დახმარებით ყოველდღიურად იხდის. რიგის სიმრავლის გამო ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. თამარის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს დახმარებას როგორც სურსათით, ისე ფინანსურად, რათა შეძლონ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება და საცხოვრებელი პირობების შენარჩუნება.
ხვიჩა ხ
ხვიჩა არის მარტოხელა მამაკაცი, მეორე ჯგუფის შშმ პირი. მას ამპუტირებული აქვს ერთი ფეხი, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. საცხოვრებელი ფართი ხვიჩას მერიამ დაუკანონა. მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს შშმ პირის პენსია, რომელიც წინასწარ აქვს გამოტანილი, ამიტომ ამ ეტაპზე იღებს მხოლოდ პენსიის ნახევარს.ხვიჩას ესაჭიროება დახმარება სურსათით, რათა შეძლოს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება და ჯანმრთელობის.
ნათელა მ
ნათელა არის მარტოხელა ხანდაზმული ქალი. მას აღენიშნება ონკოლოგიური დაავადება - სიმსივნე, რის გამოც შეზღუდულია შრომისუნარიანობა. დის გარდაცვალების შემდეგ, მას მოუხსნეს სოციალური დახმარება, შესაბამისად, ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო პენსიაა. ნათელა ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი სოციალური დახმარების არქონის გამო. საჭიროებს დახმარებას პირველადი სურსათითა და ფინანსური მხარდაჭერით, რათა შეძლოს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება და მკურნალობის პროცესის გაგრძელება.
ნინო დ
ნინო არის მარტოხელა დედა, რომელიც მარტო ზრდის ხუთ შვილს, მათგან სამი არასრულწლოვანია. ნინო ამ დროისთვის ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან არ ჰყავს დამხმარე, ვინც შეძლებს და ბავშვებს მოუვლის. ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური დახმარება. ნინო და მისი შვილები სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახს ესაჭიროება დამატებითი დახმარება სურსათით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება
ნაზი დ
ნაზი არის ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე დასაქმებულია დროებით სამუშაოებზე - მუშაობს მაშინ, როცა გამოიძახებენ, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არ არის სტაბილური.ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფს გამგეობა. სოციალური დახმარება მათ დროებით შეჩერებული აქვთ ერთი წლით მისამართის ცვლილების გამო. ნაზის ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კვლავ საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას, განსაკუთრებით საკვებით უზრუნველყოფის კუთხით.
ქეთევან თ
ქეთევანი არის ორი არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე დასაქმებულია არასტაბილურ სამუშაოზე - მუშაობს დროებით მუშად, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არ არის მუდმივი. ოჯახის ძირითადი შემოსავალი წარმოადგენს სოციალური დახმარება. ისინი ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი რიგის სიმრავლის გამო. ქეთევანის ოჯახს ესაჭიროება დახმარება სურსათით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ნინო ძ
ნინო არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი წარმოადგენს სოციალური დახმარება. ნინო ამ დროისთვის ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან არ ჰყავს დამხმარე, ვინც შეძლებს ბავშვების მოვლას. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის სიმრავლის გამო. ნინოს ოჯახს ესაჭიროება დახმარება სურსათით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
თამთა თ
"თამთას ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია.. მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სტაბილურ სამსახურში მუშაობას - მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა დროებით დახმარება სჭირდებათ. ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოასახლეს და ახლა ნათესავთან ცხოვრობენ, დროებით თავშესაფრად. ისინი ვერ სარგებლობენ სასადილოთი რიგის გამო, ხოლო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური დახმარებაა."
თამარ ნ
თამარი არის მარტოხელა დედა, რომელიც მარტო ზრდის ოთხ არასრულწლოვან შვილს. იგი მუშაობს სკოლის ბუფეტში და მიღებული მცირე ხელფასით ცდილობს ოჯახისთვის ყველაზე აუცილებლის უზრუნველყოფას - ქირის გადახდას და ბავშვების ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. თამარი და მისი შვილები ყოველდღიურად სარგებლობენ უფასო სასადილოთი, რაც მათთვის გადარჩენის მთავარი იმედია. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით."
ირმა ბ
ირმა არის მარტოხელა დედა. იგი ცხოვრობს შვილთან და ორ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ირმა ვერ ახერხებს მუშაობას. მისი შვილი მუშაობს მოლარედ, თუმცა მხოლოდ რეზერვშია - მუშაობს მაშინ, როცა მას გამოიძახებენ. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის გამო. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
სულ: 203

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს