შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ნინო ხ
ნინოს ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
თინათინ გ
თინათინი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 6 შვილი, მათგან 5 არის არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. თინათინის უფროსი შვილი მუშაობს კონსულტანტად და მათი საარსებო თანხა არის შვილის ხელფასი. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
აიდა ბ
აიდა არის მარტოხელა დედა. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი. აქვს განვითარების შეზღუდვა. ოჯახი ცხოვროს ქირით, რომელსაც უხდის მერია. მისამართის ცვლილების გამო ვერ სარგებლობენ სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნანა ჯ
ნანას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი. მეუღლე, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მუშაობს მუშად. მათი ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ნანა თ
ნანას ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი. არის ორსულად და ელოდება მეექვსე შვილს. მეუღლეს არ აქვს სტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთაფერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ეთერი თ
ეთერის ჰყავს ექვსი შვილი, მათგან ოთხი არის არასრულწლოვანი. მეუღლე მუშაობს რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ,როცა გამოიძახებენ. მათი ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგელობენ სასადილოთი. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ლალი გ
ლალის ჰყავს ექვსი შვილი, მათგან ოთხი არის არასრულწლოვანი. ლალის მმეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ნონა ყ
ნონა არის მარტოხელა, ერთი შვილის დედა. ქირა 500. ბიჭი არის შშმ პირი. ნონაც და მისი შვილიც, ორივე არიან შშმ პირები. ნონა არის ონკოლოგიური პაციენტი. ქირას იხდიან შშმ პირის პენსიით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებითა და თანხით.
ეკა დ
ეკა არის მარტოხელა დედა. ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. ეკას, არ ჰყავს დახმარე არავინ, რის გამოც მუდმივ სამსახურს ვერ იწყებს. როცა გამოიძახებენ მუშაობს დალაგებაზე. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ფოტინე ი
ფოტინე არის მარტოხელა დედა. ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მასთან ერთად ცხოვრობს მისი ორი არასრულწლოვანი ძმისშვილი. ასევე, ფოტინესთან ცხოვრობს ბიძა, რომელიც არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი. არის შიზოფრენიით დაავადებული. მათი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ბიძამისის პენსია. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს