შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ნინო წ
ნინოს ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც არ აქვს სტაბილური სამსახური. მოთხოვნის შემთხვევაში მუშაობს მუშად მშენებლობაზე. მათი ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება, რომლის დახმარებითაც იხდიან ქირას. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ნანა ა
ნანას ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. მისამართის ცვლილების გამო, სასადილოთი ვეღარ სარგებლობენ. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ბელა მ
ბელას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ბელა მუშაობს ბაღში და ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის მისი ხელფასი. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ქრისტინა გ
ქრისტინა არის მარტოხელა დედა, ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. არის II ჯგუფის ინვალიდი. დროებით ცხოვრობენ ნათესავის სახლში, რომელიც არის ავარიული. მათ რაიონში არ არის უფასო სასადილო, რის გამოც ვერ სარგებლობენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამარ ბ.
თამარი არის 8 შვილის დედა, მათგან 5 არის არასრულწლოვანი. მეუღლე არის ომის ვეტერანი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას და აგროვებს ჯართს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
ნანა ბ
ნანა არის მარტოხელა დედა. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. საცხოვრებელი მისცა სახელმწიფომ, ცხოვობენ ყოფილ სკოლა-ინტერნატში. ნანა ვერ მუშაობს, რადგან არ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი არავინ. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
მარიამ ბ
მარიამი არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. მარიამი ვერ მუშაობს, რადგან არ ჰყავს დამხმარე. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს მისამართის ცვლილების გამო. მისი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება . საჭიროებს დახმარენას საკვებით.
ნელი ჭ
ნელი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 8 არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთი არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი. აქვს მეტყველების დაქვეითება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
გიორგი ბ
გიორგი არის 8 შვილის მამა, აქედან 6 არის არასრულწლოვანი. გიორგი არის II ჯგუფის ინვალიდი. მარჯვენა ფეხი აქვს უფუნქციო და ჯოხის დახმარების გარეშე არ შეუძლია გადაადგილება, შესაბამისად ვერ ახერხებს მუშაობას. გიორგის მეუღლე ვერსად მუშაობს, რადგან არ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. მათ რაიონში არ არის უფასო სასადილო, რის გამოც ვერ სარგებლობენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნინო გ
ნინოს ჰყავს შშმ პირი შვილი, რომელიც არის II ჯგუფის ინვალიდი. აქვს ცერემრალური დამბლა, რის გამოც ნინო ვერ ახერხებს მუშაობას. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს