შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

თამთა თ
"თამთას ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია.. მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სტაბილურ სამსახურში მუშაობას - მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა დროებით დახმარება სჭირდებათ. ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოასახლეს და ახლა ნათესავთან ცხოვრობენ, დროებით თავშესაფრად. ისინი ვერ სარგებლობენ სასადილოთი რიგის გამო, ხოლო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური დახმარებაა."
თამარი ხ
თამარი არის მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის ერთ არასრულწლოვან შვილს. ოჯახი ცხოვრობს ქირით - 5 კვ.მ ფართობის პატარა ოთახში, რომლის ქირას თამარი სოციალური დახმარებით ყოველდღიურად იხდის. რიგის სიმრავლის გამო ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. თამარის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს დახმარებას როგორც სურსათით, ისე ფინანსურად, რათა შეძლონ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება და საცხოვრებელი პირობების შენარჩუნება.
ნატო ი
ნატოს ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე მუშაობს ცეხში მუშად და მათი საარსებო თანხა არის მისი ხელფასი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახი საჭიროებს დახმარებას საკვებით.
აიდა ბ
აიდა არის მარტოხელა დედა. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც არის შშმ პირი, II ჯგუფის ინვალიდი. აქვს განვითარების შეზღუდვა. ოჯახი ცხოვროს ქირით, რომელსაც უხდის მერია. მისამართის ცვლილების გამო ვერ სარგებლობენ სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თინათინ გ
თინათინი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 6 შვილი, მათგან 5 არის არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. თინათინის უფროსი შვილი მუშაობს კონსულტანტად და მათი საარსებო თანხა არის შვილის ხელფასი. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
ნინო ხ
ნინოს ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. ესაჭიროებათ დახმარება საკვებით.
მარიამ ა
მარიამი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. მარიამი ვერ მუშაობს, რადგან არ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი არავინ. დიდი რიგის გამო ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახს ჭირდება დახმარება საკვებით.
ნანა ა
ნანას ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს არასტაბილური სამსახური, მუშაობს მუშად მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც იხდიან სოციალური დახმარებით. მისამართის ცვლილების გამო, სასადილოთი ვეღარ სარგებლობენ. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ლია ყ
ლიას ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი. მათგად ერთ-ერთი არის შშმ პირი, არის I ჯგუფის ინვალიდი, აქვს ბავშვთა ცერემბრალური დამბლა. მეუღლე მუშაობს რკინის ცეხში მუშად. მეუღლე მუშაობს რკინის ცეხში მუშად. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
ბელა მ
ბელას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ბელა მუშაობს ბაღში და ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის მისი ხელფასი. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს