იას ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მისი მეუღლე არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი - ხერხემლის დაზიანების გამო ეტლს მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართში, რომელიც მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა - სოციალური დახმარების პარალელურად, ია მუშაობს მაღაზიაში, რაც ფაქტობრივად მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია. ოჯახის უფროსი შვილი სტუდენტია და პარალელურად მუშაობდა, თუმცა ხელის დაზიანების გამო ამ ეტაპზე მუშაობას ვეღარ ახერხებს. არსებული სირთულეების ფონზე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.