შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

თამარი წ
თამარი არის მარტოხელა დედა, ჰყავს 1 არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. შაბათ-კვირას ალაგებს სახლებს. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს რიგის გამო. ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ზაალ კ
ზაალი არის შშმ პირი, აქვს გონებრივი განვითარების შეზღუდვა. ზაალი ცხოვრობს ასევე შშმ პირ დედასთან ერთად. ზაალის დედას აქვს მხედველობის პრობლემა და უჭირს გადაადგილება. საკვებით ეხმარებიან მეზობლები. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის ზაალის დედის პენსია. შესახლებული არიან ბაღის შენობაში. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ეკა დ
ეკა არის 6 არასრულწლოვანი შვილის დედა. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, აქვს განვითარების ეტაპების შეყოვნება. ეკა უვლის მის დას, რომელიც არის შშმ პირი. ავარიის შემდეგ ვერ გადაადგილდება. ეკას მეუღლეს არ აქვს თირკმელი და ვერ მუშაობს ჯანმრთელობის მდგონარეობის გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით
თამარ ჯ
თამარი არის მარტოხელა ქალი. ცხოვრობს ყოფილ ნანგრევებში, რომელიც თვითონ ააშენა ნელ-ნელა. აქვს გულის მანკი და გადატანილი აქვს ინფარქტი. თამარის ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ესაჭიროება დახმარება საკვებითა და თანხით.
ესენია ა
ესენია ჰყავს 4 შვილი, აქედან 3 არის არასრულწლოვანი. არის მარტოხელა დედა. ჰყავს 2 შშმ პირი შვილი, ნიკოლოზს აქვს ცერემბრალური დამბლა და გონებრივი განვითარების შეფერხება, ანასტასიას დიაგნოზი არის ჰიდროცეფალია. ანასტასია დაბადებიდან არის ლოგინად ჩავარდნილი, არ შეუძლია კომუნიკაცია, ვერ საუბრობს და ვერ ხედავს. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის ნაწილსაც უფინანსებს მერია, ხოლო ნაწილს ამატებს სოციალური დახმარებიდან. ტყუპებს ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობს, რადგან ჩაწერილი არის სხვა ქალაქში. ესაჭიროება დახმარება საკვებით და თანხით.
თეა დ
თეა არის მარტოხელა, 4 შვილის დედა, აქედან 3 არასრულწლოვანი. ცხოვრობენ გასარემონტებელ სახლში. თეას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ვერ მუშაობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
გიული ს
გიული არის მარტოხელა დედა, ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. პატარა ბიჭს აქვს მეტყველების პრობლემა. რამდენიმე თვის წინ დაეღუპა 25 წლის გოგონა, რომლის დაკრძალაშიც დაეხმარნენ მამაოები. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
თამარ ჭ
თამარს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი. აქვს სიელმე, თანდაყოლილი გულის მანკი, გულის ძგიდის დეფექტი და მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა, რის გამოც უჭირს სიარული. მეუღლე მუშაობს მუშად, რომლის ხელფასითაც იხდის ქირას. სოციალური დახმარება არ აქვს, მისამართის ცვლილების გამო. საჭიროებს დახმარებას საკვებით.
ნადეჟდა კ
ნადეჟდა არის მარტოხელა, 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან არ ჰყავს დახმარე, რომელიც ბავშვების მოვლაში დაეხმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებით.
თამარ ნ
თამარი არის მარტოხელა დედა. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი. აქვს აუტიზმი. ცხოვრობს ქირით, რომელსაც იხდის სოციალური დახმარებით. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს