შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ნათია ღ.
ნათია არის მარტოხელა დედა, მეუღლე დაეღუპა და მარტო ზრდის 4 არასრულწლოვან შვილს. ასევე უვლის ავადმყოფ დედას, რომელსაც აქვს სიმსივნე. საცხოვრებელი ბინა მერიამ გადასცა. ნათიას ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
ნონა დ.
ნონა არის 4 არასრულწლოვანი შვილის დედა. ნონას მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გაკეთებული აქვს 2 ოპერაცია. მოჭრილი აქვს ჭიპი და არ შეუძლია მუშაობა. ნონასაც 1 თვალში არ აქვს მხედველობა. მათი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობენ 2 პატარა ოთახში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი.
ლეილა შ.
ლეილა არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობენ საკუთარი ხელით აშენებულ სახლში, რომელიც არის გასარემონტებელი. ლეილას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ამოღებული აქვს 1 თირკმელი, ხოლო მეორე დაზიანებული აქვს. რის გამოც ვერ მუშაობს. ჰყავს 2 შშმ შვილი. ერთ-ერთი ბავშვის ოპერაციისთვის წინასწარ გამოიტანა პენსია და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დარჩა მხოლოდ სოციალურ დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ხათუნა ბ.
ხათუნა არის 4 შვილის მარტოხელა დედა. ცხოვრობს ქირით, რომლის ნაწილს უხდის მერია, ხოლო ნაწილს თვითონ ამატებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ჟუჟუ ბ.
ჟუჟუ არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლემ მუშაობის დროს მყესი დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც კრძალული აქვს მუშაობა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. უფასო სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
თამუნა ა.
თამუნა არის 2 არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე მუშაობს მუშად. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
კესარია ე.
კესარია არის მარტოხელა 3 შვილის დედა. მათგან 2 არის არასრულწლოვანი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კესარიას არ შეუძლია მუშაობა. მისი უფროსი შვილი მუშაობს დღიურად მუშად. საცხოვრებელი სახლი მერიამ შეუსყიდა და დაუკანონა. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ საკვებითა და თანხით დახმარებას.
კესო ჯ.
კესო არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ცხოვრობენ ქირით, რომლის ნაწილსაც მერია უხდის, ხოლო დარჩენილ თანხას ამატებს სოციალური დახმარებიდან. კესოს მეუღლე არის დროებით უმუშევარი. რადგან პატარა შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2 თვე იწვა საავადმყოფოში და მეუღლე გაცდენების გამო სამსახურიდან გამოუშვეს. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით.
ელენე ძ.
ელენეს ჰყავს 7 შვილი, მათგას 3 არასრულწლოვანი. ცხოვრობენ ნათესავის სახლში, რომელიც ემიგრაციაში არის წასული. ელენეს მეუღლემ გადაიტანა ინსულტი და მუშაობა არ შეუძლია. ელენემ ახლახანს დაიწყო მუშაობა, სახელმწიფო დასაქმების პროგრამით. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას თანხით და საკვებით.
ვიქტორ ვ.
ვიქტორი ზრდის 3 შვილიშვილს. ბავშვებს დაღუპული ჰყავთ დედა, ხოლო მამას აკრძალული აქვს მათთან კონტაქტი. ვიქტორი არისბავშვების ერთადერთი მეურვე. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ცხოვრობენ ქირით, რომელსაც უფინანსებს მერია. საჭიროებენ დახამრებას საკვებითა და თანხით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს