შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ლუნეზა მ.
4 შვილის დედა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. 2 პატარა ოთახში ცხოვრობს 6 ადამიანი. მეუღლე არის პენსიონერი და მუშაობს პერიოდულად. არიან სოციალურის და უფასო სასადილოს იმედად დარჩენილები. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
დარეჯან კ.
2 შვილის დედა. მეუღღე არ მუშაობს ამ ეტაპზე. არიან სოციალური დახმარებისა და უფასო სასადილოს იმედად.
თენგიზი ლ.
მარტოხელა 3 შვილის მამა. სოციალური აქვს შეჩერებული ოჯახის წევრთა ცვლილების გამო, მეუღლე დაეღუპა 1 თვის წინ. მუშაობს პერიოდულად. საცხოვრებელი დაუკანონა მერიამ.
გულისა კ.
მარტოხელა,უმუშევარი, 3 შვილის დედა. უფასო სასადილოთი ვეღარ სარგებლობენ მისამართის ცვლილების გამო. არიან სოციალური დახმარების იმედად.
მარიკა ა.
5 მცირეწლოვანი შვილის დედა. მარიკას მეუღლეს საგვარეულო სახლიდან წილი ვერ შეხვდა და იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი სხვაგან მოეძიათ. თიანეთიდან გადმოვიდნენ სოფელ გიგანტში საცხოვრებლად. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ნაყარი მასალისგან შეკრეს ქოხი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური. დახმარებას საჭიროებენ: საკვებით, სამშენებლო მასალებით, ტანსაცმლით.
მაია ბ.
მაია არის მარტოხელა, 2 შვილის დედა. ცხოვრობს ქირით. ერთ-ერთი შვილი არის 1 ჯგუფის ინვალიდი. მათი მთელი შემოსავალი მიდის გიორგის მკურნალობაში. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მაია ვერ მუშაობს. სარგებლობს უფასო სასადილოთი. ძალიან სჭირდება დახმარება საკვებით და თანხით.
მედეა თ
მედეა არის 4 არასრულწლოვანი ბავშვის დედა. მეუღლე მუშაობს მუშად. ოჯახი ცხოვრობს ქირით. მედეას შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
მარიამ ა.
ირინე არის მარტოხელა 3 შვილის დედა. რომელთაგან 2 არის არასრულწლოვანი. მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილიშვილიც. მისამართს ცვლილების გამო შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. ირინე მუშაობს დამალგებლად მაღაზიაში. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
ია მ
ია არის 2 არასრულწოვანი შვილის დედა. მეუღლეს გადატანილი აქვს ინსულტი, რის გამოც ვერ მუშაობს. ცხოვრობენ ნათხოვარ, ძალიან პატარა, 1 ოთახიან ვაგონში. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
მაია მ.
მაია არის 7 შვილის დედა, აქედან 3 არის არასრულწლოვანი. ერთ-ერთი არასრულწოვანი შვილი არის შშმ პირი. მაია ვერ მუშაობს შვილის ჯანმრთელობის გამო, მხოლოდ მეუღლე მუშაობს მინიმალურ ხელფასზე. სასადილოთი ვერ სარგებლობენ რიგის გამო. საჭიროებენ დახმარებას თანხით და საკვებით

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს