შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

მანანა ო
მანანას ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი შშმ პირი, რომელიც არის I ჯგუფის ინვალიდი და აქვს ტერნერის სინდრომი. მეუღლემ მიიღო მძიმე დაზიანება კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად და ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც ოჯახს არ აქვს სხვა შემოსავალი და ერთადერთი ფინანსური მხარდაჭერა სოციალური დახმარებაა. ისინი სარგებლობენ უფასო სასადილოთი, თუმცა მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა მაინც ძალიან რთულია. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება საკვებითა და თანხით, რათა ყოველდღიური მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლონ.
ანა ბ
ანას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე მუშაობს მძღოლად, რაც მათი ერთადერთი შემოსავალია. ოჯახი ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებითა და უფასო სასადილოთი მისამართის ცვლილების გამო. მათ განსაკუთრებულად სჭირდებათ დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა.
თამარი ა
ოჯახი ქირით ცხოვრობს, რომელსაც სრულად აფინანსებს გამგეობა. თამარის ძმა არის II ჯგუფის შშმ პირი, დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია. ახლახან ჩაუტარდა თითების ამპუტაცია, რაც დამატებით ზღუდავს მის შესაძლებლობებს და მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის სიმრავლის გამო. თამარსა და მის ძმას პენსია წინასწარ აქვთ გამოტანილი, რის შედეგადაც ამ ეტაპზე იღებენ მხოლოდ პენსიის ნახევარს, რაც მათი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ოჯახს ესაჭიროება დახმარება სურსათით.
გოჩა კ
"გოჩა და მისი მეუღლე ორივე არიან მეორე ჯგუფის შშმ პირები. გოჩას აქვს მხედველობის პრობლემა და ამპუტირებული აქვს ერთი ხელი. მეუღლეს ასევე აღენიშნება ძლიერი მხედველობის პრობლემა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შშმ პირთა პენსიაა, რომელიც წინასწარ აქვთ გამოტანილი, რის შედეგადაც ამჟამად მხოლოდ პენსიის ნახევარს იღებენ. გოჩას ოჯახი ცხოვრობს იმ სახლში, რომელიც „იავნანას“ ფონდმა შეიძინა მათთვის. სასადილოთი ვერ სარგებლობენ, რადგან მათ ტერიტორიაზე არ მსგავსი სერვისი. ოჯახს ესაჭიროება დამატებითი დახმარება სურსათითა და აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფით. "
ირინა კ
ირინა არის მარტოხელა ხანდაზმული ადამიანი. მისი წინა საცხოვრებელი სახლი სამშენებლო კომპანიამ დაუნგრია, რის შედეგადაც იგი ქუჩაში დარჩა და ამჟამად იძულებით არის შესახლებული. მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს პენსია, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ ფარავს სრულად .ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოთი. ესაჭიროება დამატებითი დახმარება სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით.
თამარ მ
თამარი არის ხუთი შვილის დედა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ასევე დედამთილიც. თამარის მეუღლეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს - დიაბეტი და გადატანილი ინფარქტი, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. ოჯახი იძულებით არის შესახლებული დროებით საცხოვრებელში. მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური დახმარება. თამარის ოჯახს ესაჭიროება დახმარება, განსაკუთრებით სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით
ჯილდა ჯ
ჯილდა არის მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც ქირით ცხოვრობს. იგი I ჯგუფის შშმ პირია, საჭიროებს მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას და იმყოფება დიალიზის პროგრამაზე. ჯილდას არ ჰყავს არავინ, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. გადაადგილება მნიშვნელოვნად უჭირს, რის გამოც ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. ბენეფიციარის ერთადერთი შემოსავალი წარმოადგენს შშმ პირის პენსია, რის გამოც ასაკობრივი პენსია აღარ ენიშნება. არსებული შემოსავალი არ ჰყოფნის საცხოვრებლის, კომუნალური ხარჯებისა და ყოველდღიური საჭიროებების დაფარვას. ჯილდა საჭიროებს დახმარებას სურსათითა და თანხით.
ეთერი ყ
"ეთერი ცხოვრობს შვილიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთაშვილთან ერთად. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებისა და ეთერის პენსიისგან შედგება. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი. შვილიშვილი ვერ ახერხებს დასაქმებას, რადგან ბავშვების დატოვება არ შეუძლია. ეთერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ უზრუნველყოფს ბავშვების მოვლაში დახმარებას, რაც ხელს უშლის შვილიშვილს შრომით საქმიანობაში. ოჯახი საჭიროებს დახმარებას საკვებით"
ლია ბ
ლია არის მარტოხელა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი არის მხოლოდ პენსია. სოციალური დახმარება არ აქვს მისამართის ცვლილების გამო. ლია ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რადგან არ აქვს სოციალური დახმარება. მისი არსებული შემოსავალი ვერ ფარავს ყოველდღიურ საჭიროებებს. ლია საჭიროებს დამატებით დახმარებას საკვებით
მარინე ტ
მარინა არის მარტოხელა მოხუცი, რომელმაც საცხოვრებელი მეუღლის მძიმე დაავადების გამო დაკარგა და ახლა არის იძულებით შესახლებული. ამჟამად არ აქვს არანაირი დამატებითი შემოსავალი და ცხოვრობს მხოლოდ სოციალური დახმარებით. რადგან ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია, ესაჭიროება დახმარება როგორც საკვებით, ასევე თანხით.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს