შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ანი ჯ
ანას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავს, რაც მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს მუდმივ მუშაობას, ხოლო ანა პერიოდულად მუშაობს დამლაგებლად, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი მისამართის ცვლილების გამო, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა.
მაგდა პ
მაგდა არის მარტოხელა დედა და ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია. საცხოვრებელი ფართი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მაგდა ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავს. ოჯახის უფროსი გოგონა ღამის სმენაში მუშაობს, რათა შეძლოს საკუთარი სწავლის დაფინანსება და ოჯახს ნაწილობრივ დაეხმაროს. მიუხედავად ამისა, ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ნათია ბ
ნათიას ჰყავს ხუთი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანია. უფროსი შვილები სტუდენტები არიან და ამ ეტაპზე მუშაობას ვერ ახერხებენ. ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართში, რომელიც მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ნათია მუშაობს ნახევარ განაკვეთზე ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში, ხოლო მის მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს - დაზიანებული აქვს სამი მალა, რის გამოც ფიზიკური დატვირთვა უჭირს და სრულფასოვნად მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ია თ
იას ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მისი მეუღლე არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი - ხერხემლის დაზიანების გამო ეტლს მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართში, რომელიც მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა - სოციალური დახმარების პარალელურად, ია მუშაობს მაღაზიაში, რაც ფაქტობრივად მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია. ოჯახის უფროსი შვილი სტუდენტია და პარალელურად მუშაობდა, თუმცა ხელის დაზიანების გამო ამ ეტაპზე მუშაობას ვეღარ ახერხებს. არსებული სირთულეების ფონზე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ქეთევან ქ
ქეთევანი ცხოვრობს შვილთან, რძალთან და სამ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ქეთევანის რძლის ხელფასი და ქეთევანის პენსიაა. ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და ყოველთვიური გადასახადის დაფარვა არსებული შემოსავლით უწევთ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თავად ქეთევანს ხერხემლის მძიმე პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და უმეტეს დროს საწოლში ატარებს. მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად.
ხათუნა ქ
ხათუნა არის მარტოხელა დედა და ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი. მასთან ერთად ცხოვრობს დედაც, რომელსაც ახლახან გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და მუდმივ მოვლას საჭიროებს, რაზეც ხათუნა ზრუნავს. ხათუნა მუშაობს დამლაგებლად, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა გამოძახებენ, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავენ. მისამართის ცვლილების გამო ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ირინა გ
ირინა არის მარტოხელა დედა და ჰყავს შვიდი შვილი, მათგან ოთხი არასრულწლოვანია. ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს - ყოფილი დენის ჯიხურის შენობაში, რომელიც საცხოვრებლად არასათანადო გარემოა. ოჯახში სამი შვილი შშმ პირია. ლუკა არის I ჯგუფის ინვალიდი და აქვს განვითარების ჩამორჩენა. დემნა ასევე I ჯგუფის ინვალიდია, აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა, ფსიქოლოგიური და ნერვული აშლილობები. კიდევ ერთ შვილს აქვს სიმსივნური დაავადება, თუმცა დიაბეტის გამო ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი, თუმცა არსებული რესურსები მათი ყოველდღიური საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის. მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად.
იულია პ
იულიას ჰყავს ათი არასრულწლოვანი შვილი. თავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - ფეხებში ჩადგმული აქვს მეტალის კონსტრუქციები - გადაადგილება უჭირს და მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდება. მისი მეუღლე მუშაობს მხოლოდ დროებით, როგორც მუშა, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რადგან გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სრულად ქირაში იხდიან. არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებით, რათა შეძლონ ბავშვების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
შორენა ჯ
შორენას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სრულად ფარავს სოციალური დახმარება. მეუღლე მუშაობს დღიურად, როგორც მუშა, მხოლოდ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი. არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
სოფიო ჩ
"სოფიო არის მარტოხელა დედა და ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც შშმ პირია, I ჯგუფის ინვალიდი - აქვს აუტიზმი და გონებრივი ჩამორჩენა და საჭიროებს მუდმივ ზრუნვასა და ყურადღებას. ოჯახი ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სოციალური დახმარება, რომელიც სოფიოს დედის სახელზე იყო გაფორმებული, მისი გარდაცვალების შემდეგ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოფიოს ხელფასია. არსებული სირთულეების ფონზე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად, რათა შეძლონ ბავშვისა და საკუთარი ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება. "

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს