შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ხათუნა ქ
ხათუნა არის მარტოხელა დედა და ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი. მასთან ერთად ცხოვრობს დედაც, რომელსაც ახლახან გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და მუდმივ მოვლას საჭიროებს, რაზეც ხათუნა ზრუნავს. ხათუნა მუშაობს დამლაგებლად, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა გამოძახებენ, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის საფასურს სოციალური დახმარებით ფარავენ. მისამართის ცვლილების გამო ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ქეთევან ქ
ქეთევანი ცხოვრობს შვილთან, რძალთან და სამ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ქეთევანის რძლის ხელფასი და ქეთევანის პენსიაა. ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და ყოველთვიური გადასახადის დაფარვა არსებული შემოსავლით უწევთ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თავად ქეთევანს ხერხემლის მძიმე პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და უმეტეს დროს საწოლში ატარებს. მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად.
ია თ
იას ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მისი მეუღლე არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი - ხერხემლის დაზიანების გამო ეტლს მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართში, რომელიც მერიამ საჩუქრად გადასცა, თუმცა კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა - სოციალური დახმარების პარალელურად, ია მუშაობს მაღაზიაში, რაც ფაქტობრივად მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია. ოჯახის უფროსი შვილი სტუდენტია და პარალელურად მუშაობდა, თუმცა ხელის დაზიანების გამო ამ ეტაპზე მუშაობას ვეღარ ახერხებს. არსებული სირთულეების ფონზე, ოჯახს განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება საკვებითა და ფინანსურად, რათა შეძლონ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება.
თამარი კ
თამარი არის მარტოხელა მოხუცი, რომელიც ცხოვრობს ქირით, რომლის დაფარვას ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. რამდენიმე წლის წინ მას ხანძრის შედეგად დაეწვა სხეულის 68%, რის გამოც გადაადგილება ძალიან უჭირს და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს დამოუკიდებლად. მისი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია, ამიტომ თამარს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება საკვებითა და ყოველდღიური მოვლის საშუალებებით, რათა შეძლოს ღირსეული ცხოვრება.
ზინაიდა ა.
ზინა არის მარტოხელა დედა და ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ქირით, მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სრულად ქირაში იხდის. ზინას მუდმივი სამსახური არ აქვს და მუშაობს მხოლოდ დალაგებებზე, როცა ამის შესაძლებლობა წარმოიქმნება. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი, ამიტომ ყოველდღიური საჭიროებების მინიმალური დაკმაყოფილებისთვის მათ ესაჭიროებათ საკვებით დახმარება.
რუზანა ა
რუზანა ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს, მათგან ერთ-ერთი არის შშმ პირი, I ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც აქვს ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და მაღალი ხარისხის მიოპია და საჭიროებს მუდმივ მოვლას. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის დაფარვას სოციალური დახმარებით ახერხებს. მეუღლე დასაქმებულია დროებით სამუშაოებზე, რის გამოც ოჯახის შემოსავალი არასტაბილურია. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოთი. ესაჭიროებათ დახმარება საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით, მათ შორის პამპერსით.
გვანცა მ
გვანცას ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის პატარა ტყუპები, რომლებსაც ნაადრევი დაბადების შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ. გვანცა მუშაობს მასწავლებლად, ხოლო მის მეუღლეს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ დაუზიანდა ხერხემალი და მუშაობა არ შეუძლია. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის დაფარვას სოციალური დახმარებით ახერხებს, რის შედეგადაც შვიდსულიან ოჯახს რჩება მხოლოდ გვანცას ხელფასი. რიგის გამო ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოთი, ამიტომ ოჯახს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება საკვებით, რათა ბავშვებს ყოველდღიური საჭიროებები უზრუნველყოფილი ჰქონდეთ.
ანა მ
ანა არის მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ისინი ცხოვრობენ ანას პენსიონერ დედასთან და ბებოსთან, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული და მხოლოდ ანა უვლის. დედას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეუძლია ბავშვების დამოუკიდებლად დატოვება, რის გამოც ანაც ვერ მუშაობს. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის გამო, მათი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ბებიის პენსია. ოჯახს ესაჭიროება დახმარება საკვებით.
ოთარი გ
ოთარი ცხოვრობს დედასთან ერთად. ისინი ცხოვრობენ ქირით, რომელსაც დედის პენსიით იხდიან. ოთარის დედა უსინათლოა, რის გამოც ოთარი უწყვეტად უვლის მას და ვერ ახერხებს მუდმივ სამსახურში მუშაობას. დროებით, როცა შესაძლებლობა ეძლევა, მუშაობს მუშად, რათა ოჯახის საყოფაცხოვრებო ხარჯები და საკვები უზრუნველყოფილი ჰქონდეს. ოჯახი ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი რიგის გამო და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება მათთვის ძალიან რთულია. მათ განსაკუთრებულად სჭირდებათ დახმარება საკვებით.
მანანა ო
მანანას ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი შშმ პირი, რომელიც არის I ჯგუფის ინვალიდი და აქვს ტერნერის სინდრომი. მეუღლემ მიიღო მძიმე დაზიანება კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად და ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც ოჯახს არ აქვს სხვა შემოსავალი და ერთადერთი ფინანსური მხარდაჭერა სოციალური დახმარებაა. ისინი სარგებლობენ უფასო სასადილოთი, თუმცა მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა მაინც ძალიან რთულია. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება საკვებითა და თანხით, რათა ყოველდღიური მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლონ.

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს