შესვლა

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

მთავარი ბენეფიციარები

ბენეფიციარები

ნანა მ.
ნანა არის მარტოხელა 3 შვილის დედა. ცხოვრობდნენ ფიცრულში, შემდეგ ერთ-ერთმა ფონდმა აუშენა სახლი, მაგრამ ამ დრომდე არ არის დაკანონებული. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება 210 ლარი. საჭიროებენ დახამრებას საკვებით და თანხით
ზინა ხ.
ზინა არის მარტოხელა, 3 შვილის დედა. 2 არასრულწლოვანი არის შშმ პირი. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზინა ვერ ახერებს მუშაობას. ოჯახის შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია. სარგებლობს უფასო სასადილოთი. საჭიროებს დახმარებას საკვებითა და თანხით.
სოფიკო ს.
სოფიკო არის 3არასრულწლოვანი შვილის დედა. მეუღლე მუშაობს ხელოსაბზე, მაგრამ ამ ეტაპზე უმუშევარია. ცხოვრობენ ნათესავის ბინაში და ამისგამო სოციალურს ვერ აკეთებს, რადგან მუდმივად მაღალი ქულები მოსდის. სოფიკო სახლების დალაგებაზე მუშაობს ხოლმე და ოჯახის შემოსაბავალი არის მხოლოდ მისი ხელფასი 350 ლარი. საჭიროებენ დახმარებას საკვებით და თანხით.
ნათია ბ.
ნათია არის მარტოხელა, 3 შვილის დედა. ცხოვრობს ქირით. ახლახანს დასაქამდა სახელმწიფო პროგრამით, სადაც ხელფასი აქვს 300 ლარი, რაც მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. სოციალური დახმარებით იხდის ბინის ქირას. უფასო სასადილოს რიგშია რამდენიმე წელია.ესაჭიროება დახმარება საკვებით და თანხით
ეთერი ი.
ეთერი არის 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ბინაში იძულებით არიან შეჭრილები და გასარემონტებელ 2 ოთახში. მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. ეთერი სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში მუშაობს რესტორანში დამხმარედ. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. საჭიროებენ დახმარებას საკვებითა და თანხით
ხათუნა მ.
შორენა არის მარტოხელა 3 შვილის დედა, 1შვილი ჰყავს შშმ პირი. ყოფილმა მეუღლემ სახლი გაყიდა იურისტზე, რომ სახლი არ გაეყო და დაეთმო შორენასთვის. სახლზე მიდის დავა სასამართლოში. სოციალური შეჩერებული აქვს დავის გამო. შორენას შემოსავალი არის მხოლოდ მრავალშვილიანობისა შშმ პირის პენსია
ნინო ნ.
ნინო და მისი მეუღლე, 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ 1 ოთახიან ბინაში, რომელიც არის სრულად გასარემონტებელი. მეუღლე მუშაობს მუშად, როცა გამოუჩნდება სამსახური. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. სარგებლობს უფასო სასადილოთი
ლალი მ.
__ცხოვრობს 12 კვ.მ სახლში 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად. მეუღლე დაეღუპა და ცხოვრობს ქმრის მშობლებთან, ნახევარსარდაფში სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ლალი სკოლის პერიოდში ამზადებს რამდენიმე მოსწავლეს გერმანულში. ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და ობლობის პენსია.
ზაური ბ.
ზაური არის 3 არასრულწლოვანი შვილის მამა. ცხოვრობენ ქირით პატარა, გასარემონტებელ ბინაში. ზაურის აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის 1 ჯგუფი ინვალიდი. ხერხემალზე გაკეთებული აქვს 5 ოპერაცია და ამოღებული აქვს მალები, რის გამოც ვერ მუშაობს. სარგებლობენ უფასო სასადილოთი. მათი სრული შემოსავალი არის სოციალური დახმარება და შშმ პირის პენსია.
თიკო ს.
თიკო არის მარტოხელა დედა, ჰყავს 1 მცირეწლოვანი შვილი რომელის არის 1 ჯგუფის შშმ პირი. ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია რის გამოც თიკო ვერ ახერხებს მუშაობას. მისი შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება და ბავშვის პენსია. თიკოსთან ცხოვრობს მისი პენსიონერი დედა და ეხმარება ბავშვის მოვლაში. სარგებლობენს უფასო სასადილოთი

აირჩიეთ ბენეფიციარების რაოდენობა:


  დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და პირობებს